Facebook Twitter

ა-2723-შ-74-10 31 იანვარი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ღია სააქციო საზოგადოება “ბ. ბირჟა”

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ბ-ი”

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ბელორუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელორუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ბ-ს” დაეკისრა ღია სააქციო საზოგადოება “ბ. ბირჟის” სასარგებლოდ ძირითადი ვალის _ 848 აშშ დოლარის, აგრეთვე, სახელმწიფო ბაჟის _ 119 059 ბელორუსული რუბლის გადახდა, რაც შეადგენს 39 აშშ დოლარსა და 82 ცენტს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ღია სააქციო საზოგადოება “ბ. ბირჟამ”, რომელმაც მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 15 აპრილს, ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მხარეები სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ, ამასთან, მოსარჩელე მონაწილეობას იღებდა საქმის განხილვაში, ხოლო მოპასუხე არ გამოცხადდა პროცესზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ღია სააქციო საზოგადოება “ბ. ბირჟის” შუამდგომლობა ბელორუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ბ-ს” დაეკისრა ღია სააქციო საზოგადოება “ბ. ბირჟის” სასარგებლოდ, ძირითადი ვალის _ 848 აშშ დოლარის, აგრეთვე, სახელმწიფო ბაჟის _ 119 059 ბელორუსული რუბლის გადახდა, რაც შეადგენს 39 აშშ დოლარსა და 82 ცენტს. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ღია სააქციო საზოგადოება “ბ. ბირჟამ” და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 15 აპრილს, ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მხარეები სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ, ამასთან, მოსარჩელე მონაწილეობას იღებდა საქმის განხილვაში, ხოლო მოპასუხე არ გამოცხადდა პროცესზე.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ბელორუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ღია სააქციო საზოგადოება “ბ. ბირჟის” შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება თანხის _ ძირითადი ვალის _ 848 აშშ დოლარის, აგრეთვე, სახელმწიფო ბაჟის _ 119059 ბელორუსული რუბლის, რაც შეადგენს 39 აშშ დოლარსა და 82 ცენტს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ბ-ისათვის” დაკისრების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.