Facebook Twitter

ა-2743-შ-75-2010 10 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ მ. კ-იანი-ი-ევა

წარმომადგენელი _ ჯ. გ-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ი-ევი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ საფრანგეთის რესპუბლიკის ჰავრის ზედა ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საფრანგეთის რესპუბლიკის ჰავრის ზედა ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მ. კ-იანსა და დ. ი-ევს შორის ქ.თბილისში 2002 წლის 30 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. ამავე გადაწყვეტილებით მ. კ-იანს უარი ეთქვა სარჩელზე ნოტარიუსის დანიშვნების თაობაზე; დადგინდა, რომ მემკვიდრეობის უფლება გადანაწილდება ორივე არსრულწლოვან ბავშვზე (2006 წლის 27 თებერვალს მონტივილიერში დაბადებული ტ. ი-ევი და 1998 წლის 11 ოქტომბერს თბილისში დაბადებული გ. ი-ევი), ასევე დადგინდა, რომ ბავშვების საცხოვრებელი ადგილი იქნება დედასთან; დ. ი-ევს უარი ეთქვა სარჩელზე ვიზიტისა და თავშესაფრის უფლების გაფართოების თაობაზე; განისაზღვრა მეორე მშობელთან ცხოვრების პერიოდები.

მ. კ-იანი-ი-ევის წარმომადგენელმა ჯ. გ-იამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საფრანგეთის რესპუბლიკის ჰავრის ზედა ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განქორწინების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მ. კ-იანი-ი-ევის წარმომადგენელ ჯ. გ-იას შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის ჰავრის ზედა ინსტანციის სასამართლოს 22 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

2011 წლის 8 თებერვალს მ. კ-იანი-ი-ევას წარმომადგენელმა ჯ. გ-იამ წარმოადგინა ნოტარიალურად დამოწმებული დ. ი-ევის თანხმობა იმის თაობაზე, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის ჰავრის ზედა ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. კ-იანი-ი-ევის წარმომადგენელ ჯ. გ-იას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის ჰავრის ზედა ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მ. კ-იანსა და დ. ი-ევს შორის ქ.თბილისში 2002 წლის 30 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

2011 წლის 8 თებერვალს მ. კ-იანი-ი-ევას წარმომადგენელმა ჯ. გ-იამ წარმოადგინა ნოტარიალურად დამოწმებული დ. ი-ევის თანხმობა იმის თაობაზე, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის ჰავრის ზედა ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, საფრანგეთის რესპუბლიკის ჰავრის ზედა ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-იანი-ი-ევის წარმომადგენელ ჯ. გ-იას შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის ჰავრის ზედა ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განქორწინების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად საფრანგეთის რესპუბლიკის ჰავრის ზედა ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. კ-იანსა და დ. ი-ევს შორის ქ.თბილისში 2002 წლის 30 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.