ა-2743-შ-89-09 25 თებერვალი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ჟ. რ-ევას შუამდგომლობა ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ რ. რ-ევის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით რ. რ-ევს დაეკისრა ჟ. რ-ევას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტი ყველა სახის შემოსავლის 25%-ის გადახდა 2006 წლის 28 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 75 990 რუბლისა და სასამართლო ხარჯების გადახდა 1560 რუბლის ოდენობით. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 12 დეკემბერს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულდა სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში არ აღსრულებულა.
ჟ. რ-ევამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ჟ. რ-ევას შუამდგომლობა ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ჟ. რ-ევას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით რ. რ-ევს დაეკისრა ჟ. რ-ევას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტი ყველა სახის შემოსავლის 25%-ის გადახდა 2006 წლის 28 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 75 990 რუბლისა და სასამართლო ხარჯების გადახდა 1560 რუბლის ოდენობით. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 12 დეკემბერს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულდა სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინება ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჟ. რ-ევას შუამდგომლობა ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ბელორუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ლუნინეცკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც რ. რ-ევს დაეკისრა ჟ. რ-ევას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტი ყველა სახის შემოსავლის 25%-ის გადახდა 2006 წლის 28 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.