Facebook Twitter

ა-2758-შ-76-2010 6 დეკემბერი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ შ. ვ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ვ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზოლთაუს საუბნო სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 13 F 1760/09 შ)

დავის საგანი _ განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზოლთაუს საუბნო სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 13 F 1760/09 შ) საქართველოში, ვაკის რაიონის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ 2006 წლის 6 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ¹ მნ 0074952) გაუქმდა; დადგინდა, რომ განქორწინების შემდეგ დაკისრებული მოვალეობები არ წარმოიშობოდა; პროცესის ხარჯები მხარეებს დაეკისრებოდათ.

მხარეებს (შ. ვ-ი და ე. ვ-ი) შორის განქორწინების თაობაზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მომართა შ. ვ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის განჩინებით შ. ვ-ს შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შ. ვ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზოლთაუს საუბნო სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 13 F 1760/09 შ) საქართველოში, ვაკის რაიონის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ 2006 წლის 6 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ¹მნ 0074952) გაუქმდა.

გერმანიის ზოლთაუს საუბნო სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 27 ივლისს.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის ზოლთაუს საუბნო სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში, ვაკის რაიონის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ 2006 წლის 6 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ¹...) გაუქმდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ვ-ს შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზოლთაუს საუბნო სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე ¹ 13 F 1760/09 შ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზოლთაუს საუბნო სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 13 F 1760/09 შ), რომლითაც საქართველოში, ვაკის რაიონის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ 2006 წლის 6 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ¹ ...) გაუქმდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.