ა-2765-შ-91-09 4 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლა. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საჰოლდინგო კომპანია “ავტოკრაზ-ის” ღია სააქციო საზოგადოების ფორმის გენერალური დირექტორის _ ს. ვ. ს-ოვის შუამდგომლობა უკრაინის რესპუბლიკის პოლტავის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საჰოლდინგო კომპანია ღია სააქციო საზოგადოების ფორმით “ავტოკრაზ-ის” სარჩელის გამო, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ტავაზი _ ს” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის რესპუბლიკის პოლტავის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით საჰოლდინგო კომპანია “ავტოკრაზ-ის” ღია სააქციო საზოგადოების ფორმის გენერალური დირექტორის ს. ვ. ს-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას “ტავაზს” დაეკისრა ჰოლდინგური კომპანია “ავტოკრაზის” ღია აქციონერული საზოგადოების ფორმის სასარგებლოდ მთავარი დავალიანების _ 125 668.23 აშშ დოლარის, ჯარიმა _ 15 087.73 აშშ დოლარი, წლიური 3% _ ის 2 024.46 აშშ დოლარის ანუ სულ _ 142 780.42 აშშ დოლარის, 1 427.09 აშშ დოლარის სახელმწიფო გადასახადის და 78.59 გრივნის გადახდა სასამართლო პროცესის საინფორმაციო ტექნიკური უზრუნველყოფისათვის. უარი ეთქვა სარჩელს ინფლაციის გამო, 12 692.49 აშშ დოლარის დანაკარგის და 58 805.19 აშშ დოლარის ნაწილში.
საჰოლდინგო კომპანია ღია სააქციო საზოგადოების ფორმით “ავტოკრაზ _ ის” გენერალურმა დირექტორმა ს. ვ. ს-ოვმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის რესპუბლიკის პოლტავის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის რესპუბლიკის პოლტავის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით საჰოლდინგო კომპანია “ავტოკრაზ-ის” ღია სააქციო საზოგადოების ფორმის გენერალური დირექტორის ს. ვ. ს-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას “ტავაზს” დაეკისრა ჰოლდინგური კომპანია “ავტოკრაზის” ღია აქციონერული საზოგადოების ფორმის სასარგებლოდ მთავარი დავალიანების _ 125 668.23 აშშ დოლარის, ჯარიმა _ 15 087.73 აშშ დოლარი, წლიური 3% _ ის 2 024.46 აშშ დოლარის ანუ სულ _ 142 780.42 აშშ დოლარის, 1 427.09 აშშ დოლარის სახელმწიფო გადასახადის და 78.59 გრივნის გადახდა სასამართლო პროცესის საინფორმაციო ტექნიკური უზრუნველყოფისათვის. უარი ეთქვა სარჩელს ინფლაციის გამო, 12 692.49 აშშ დოლარის დანაკარგისა და 58 805.19 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის რესპუბლიკის პოლტავის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჰოლდინგო კომპანია “ავტოკრაზ-ის” ღია სააქციო საზოგადოების ფორმის გენერალური დირექტორის ს. ვ. ს-ოვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
უკრაინის რესპუბლიკის პოლტავის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც საჰოლდინგო კომპანია “ავტოკრაზ-ის” ღია სააქციო საზოგადოების ფორმის გენერალური დირექტორის ს. ვ. ს-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას “ტავაზს” დაეკისრა ჰოლდინგური კომპანია “ავტოკრაზის” ღია აქციონერული საზოგადოების ფორმის სასარგებლოდ მთავარი დავალიანების _ 125 668.23 აშშ დოლარის, ჯარიმა _ 15 087.73 აშშ დოლარი, წლიური 3% _ ის 2 024.46 აშშ დოლარის ანუ სულ _ 142 780.42 აშშ დოლარის, 1 427.09 აშშ დოლარის სახელმწიფო გადასახადის და 78.59 გრივნის გადახდა სასამართლო პროცესის საინფორმაციო ტექნიკური უზრუნველყოფისათვის. უარი ეთქვა სარჩელს ინფლაციის გამო, 12 692.49 აშშ დოლარის დანაკარგის და 58 805.19 აშშ დოლარის ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.