Facebook Twitter

საქმე ¹ა-2813-შ-90-09 22 მარტი, 2010 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ღია აქციონერული საზოგადოება “ავიაკომპანია “დნეპრავია”

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ს. ჯ.”

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ს. ჯ.”, როგორც ავიაკომპანია “ს. ე. ა.” კანონიერ მემკვიდრეს ღია აქციონერული საზოგადოება “ა. დ.” სასარგებლოდ დაეკისრა სახმელეთო-სააეროპორტო მომსახურების ღირებულების _ 2026.34 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის _ 1800 აშშ დოლარის, სულ 3826.34 აშშ დოლარის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ღია აქციონერული საზოგადოება “ა. “დ.” გენერალურმა დირექტორმა ს.ე.ტ-კომ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა არბიტრის მიერ ხელმოწერის დღიდან _ 2009 წლის 30 ივნისიდან. ამავე ცნობით შპს “ს. ჯ.” ჩაბარდა საპრეტენზიო მასალები, რეგლამენტი, არბიტრთა სია, ასევე ეცნობა საქმის განხილვის თარიღის, დროისა და ადგილის, სასამართლოს შემადგენლობისა და უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის 2009 წლის 13 მაისის დადგენილება მოპასუხის ნაცვლად არბიტრის დანიშვნის შესახებ. წარმოდგენილი ცნობის თანახმად, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაეგზავნა მოპასუხეს, თუმცა მისი ადრესატისათვის ჩაბარების დროის თაობაზე შუამდგომლობის ავტორისათვის არ არის ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინებით ღია აქციონერული საზოგადოება “ა. “დ.” შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

შპს “ს. ჯ.” წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასაც ღია აქციონერული საზოგადოება “ა. “დ.” მოითხოვს უკანონოა, ვინაიდან იგი მიღებულია შპს “ს. ჯ.” დასწრების გარეშე, რითაც მხარეს არ მიეცა პოზიციის დაფიქსირების საშუალება. ამასთან, შუამდგომლობის ავტორთან მიმდინარეობს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში. შპს “ს. ჯ.” დავალიანება “დ.” მიმართ არ გააჩნია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინებით შპს “ს. ჯ.” შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ღია აქციონერული საზოგადოება “ა. “დ.” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ს. ჯ.”, როგორც ავიაკომპანია “ს. ე. ა.ს” კანონიერ მემკვიდრეს ღია აქციონერული საზოგადოება “ა. “დ.” სასარგებლოდ დაეკისრა სახმელეთო-სააეროპორტო მომსახურების ღირებულების _ 2026.34 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის _ 1800 აშშ დოლარის, სულ 3826.34 აშშ დოლარის გადახდა. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ღია აქციონერულმა საზოგადოება “ა. “დ.” და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს “ს. ჯ.” შეკვეთილი გზავნილით ¹ღD010918945UA გაეგზავნა და ჩაბარდა საპრეტენზიო მასალები, რეგლამენტი და არბიტრთა სია, ¹ღD010244838UA გზავნილით _ უწყება საქმის განხილვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ, საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობის მითითებით, ასევე ეცნობა მოპასუხე მხარის ნაცვლად არბიტრის დანიშვნის თაობაზე სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის 2009 წლის 13 მაისის დადგენილების თაობაზე, ხოლო ¹ღEO010340295 შეტყობინებით მოპასუხეს გაეგზავნა 2009 წლის 30 ივნისს მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ღია აქციონერული საზოგადოება “ა. “დ.” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება თანხის _ 3826.34 აშშ დოლარის შპს “ს. ჯ.” დაკისრების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.