Facebook Twitter

ა-2858-შ-77-10 14 თებერვალი, 2011 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ დ. და დი. ჩ-იანები

წარმომადგენელი _ ვ. მ-იანი

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ბ-ევა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ლენინგრადის ოლქის, ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლენინგრადის ოლქის, ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა დ. და დი. ჩ-იანების საერთო წილობრივი საკუთრების უფლება შენობა-ნაგებობაზე ¹1 საერთო ფართით 61 კვ.მ კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად ფართობით 270 კვ.მ, მდებარე საქართველოში, ქ. თბილისში, ... რაიონის მე-6 კვ.-ის ნაკვეთ ¹1/10-ში, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დ. და დი. ჩ-იანების წარმომადგენელმა ვ. მ-იანმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, სანოტარო წესით დამოწმებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 15 ივნისს. ამავე გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მხარეებს ეცნობათ საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, ისინი მონაწილეობას იღებდნენ საქმის განხილვაში. ასევე აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დ. და დი. ჩ-იანების შუამდგომლობა ლენინგრადის ოლქის, ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ დ. და დი. ჩ-იანების შუამდგომლობა ლენინგრადის ოლქის, ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ლენინგრადის ოლქის, ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა დ. და დი. ჩ-იანების საერთო წილობრივი საკუთრების უფლება შენობა-ნაგებობაზე ¹1 საერთო ფართით 61 კვ.მ კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად ფართობით 270 კვ.მ, მდებარე საქართველოში, ქ. თბილისში, ... რაიონის მე-6 კვ.-ის ნაკვეთ ¹1/10-ში, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 15 ივნისს. ამავე გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მხარეებს ეცნობათ საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, ისინი მონაწილეობას იღებდნენ საქმის განხილვაში. ასევე აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლენინგრადის ოლქის, ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. და დი. ჩ-იანების შუამდგომლობა ლენინგრადის ოლქის, ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ლენინგრადის ოლქის, ვიბორგის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ცნობილ იქნა დ. და დი. ჩ-იანების საერთო წილობრივი საკუთრების უფლება შენობა-ნაგებობაზე ¹1 საერთო ფართით 61 კვ.მ კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად ფართობით 270 კვ.მ, მდებარე საქართველოში, ქ. თბილისში, ... რაიონის მე-6 კვ.-ის ნაკვეთ ¹1/10-ში, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.