Facebook Twitter

ა-2910-შ-79-2010 10 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ვ. რ-ოვა

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ჩ-ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის ქ.ვლადიმირის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქ.ვლადიმირის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ძეს დაეკისრა ვ. რ-ოვას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის (2004 წლის 13 მარტს დაბადებული პ. ჩ-ძე) სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტი ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა 2008 წლის 30 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 რუბლის გადახდა. აღნიშნული ბრძენება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 11 მაისს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ვ. რ-ოვამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ.ვლადიმირის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ვ. რ-ოვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.ვლადიმირის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. რ-ოვას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.ვლადიმირის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ძეს დაეკისრა ვ. რ-ოვას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის (2004 წლის 13 მარტს დაბადებული პ. ჩ-ძე) სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტი ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა 2008 წლის 30 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული ბრძენება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 11 მაისს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ.ვლადიმირის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. რ-ოვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.ვლადიმირის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.ვლადიმირის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ჩ-ძეს დაეკისრა ვ. რ-ოვას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის (2004 წლის 13 მარტს დაბადებული პ. ჩ-ძე) სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტი ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა 2008 წლის 30 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.