Facebook Twitter

ა-2974-შ-80-2010 2 მაისი, 2011 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ თ. ბ-შვილი (წარმომადგენელი ა. ბ-ია)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ბ-შვილი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი ერლანგენის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 002 F 00187/08)

დავის საგანი _ განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი ერლანგენის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 002 F 00187/08) 2002 წლის 5 ივლისს გერმანიაში, ერლანგენის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში 232/2002 ნომრად რეგისტრირებული ქორწინება (დაქორწინებული პირები: თ. ბ-შვილი, ა. ბ-შვილი) გაუქმდა.

თ. ბ-შვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით თ. ბ-შვილის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ თ. ბ-შვილის (წარმომადგენელი ა. ბ-ია) შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი ერლანგენის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 002 F 00187/08) 2002 წლის 5 ივლისს გერმანიაში, ერლანგენის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში 232/2002 ნომრად რეგისტრირებული ქორწინება (დაქორწინებული პირები: თ. ბ-შვილი, ა. ბ-შვილი) გაუქმდა.

გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი ერლანგენის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება ძალაშია.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი ერლანგენის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 2002 წლის 5 ივლისს გერმანიაში, ერლანგენის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში 232/2002 ნომრად რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ბ-შვილის (წარმომადგენელი ა. ბ-ია) შუამდგომლობა გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი ერლანგენის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი ერლანგენის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 2002 წლის 5 ივლისს გერმანიაში, ერლანგენის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში 232/2002 ნომრად რეგისტრირებული ქორწინება (დაქორწინებული პირები: თ. ბ-შვილი, ა. ბ-შვილი) გაუქმდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.