Facebook Twitter

ა-2982-შ-81-10 11 აპრილი, 2011 წელი.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბ. ალავიძე, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ თ. რ-კი

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ი-ლი

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის, ქ. ოდესის მალინოვსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს განაჩენი

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უკრაინის, ქ. ოდესის მალინოვსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ი. ი-ლს დაეკისრა თ. რ-კის სასარგებლოდ 5350 გრივენის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა თ. რ-კმა და მოითხოვა დასახელებული განაჩენის თ. რ-კის ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 12 სექტემბერს. მხარეებს ეცნობათ საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, ისინი მონაწილეობას იღებდნენ საქმის განხილვაში. აღნიშნული განაჩენი უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით თ. რ-კის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ თ. რ-კის შუამდგომლობა უკრაინის ქ. ოდესის მალინოვსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს განაჩენის თ. რ-კის ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ უკრაინის, ქ. ოდესის მალინოვსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ი. ი-ლს დაეკისრა თ. რ-კის სასარგებლოდ 5350 გრივენის გადახდა. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. რ-კმა და მოითხოვა აღნიშნული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 12 სექტემბერს. მხარეებს ეცნობათ საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, ისინი მონაწილეობას იღებდნენ საქმის განხილვაში. აღნიშნული განაჩენი უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უკრაინის ქ. ოდესის მალინოვსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს განაჩენის თ. რ-კის ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. რ-კის შუამდგომლობა უკრაინის ქ. ოდესის მალინოვსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს განაჩენის თ. რ-კის ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ. ოდესის მალინოვსკის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს განაჩენი თ. რ-კის მოთხოვნის ნაწილში თანხის _ 5350 გრივენის ი. ი-ლსათვის დაკისრების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.