Facebook Twitter

¹ ა-2997-შ-83-2010 24 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ თ. ა-ძე

წარმომადგენელი _ ვ. ც-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ა-ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ ამერიკის შეერთებული შტატების კაიჰოგას ოლქის ოჰაიოს შტატის სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ამერიკის შეერთებული შტატების კაიჰოგას ოლქის ოჰაიოს შტატის სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ა-ძესა და ნ. ა-ძეს შორის 1999 წლის 9 ოქტომბერს ქ.თბილისის, ქორწინების სასახლეში ¹1134 ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით გადაწყდა სხვადასხვა საკითხები, კერძოდ, მეუღლის უზრუნვეყოფა, მშობლების უფლებების განაწილება და პასუხიმგებლობა ბავშვების მზრუნველობაზე, ბავშვის უზრუნველყოფა, ქონების გაყოფა და სხვა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 4 აგვისტოს.

თ. ა-ძის წარმომადგენელმა ვ. ც-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების კაიჰოგას ოლქის ოჰაიოს შტატის სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განქორწინების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით თ. ა-ძის წარმომადგენელ ვ. ც-ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კაიჰოგას ოლქის ოჰაიოს შტატის სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. ა-ძის წარმომადგენელ ვ. ც-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კაიჰოგას ოლქის ოჰაიოს შტატის სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ა-ძესა და ნ. ა-ძეს შორის 1999 წლის 9 ოქტომბერს ქ.თბილისის, ქორწინების სასახლეში ¹1134 ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით გადაწყდა სხვადასხვა საკითხები, კერძოდ, მეუღლის უზრუნვეყოფა, მშობლების უფლებების განაწილება და პასუხიმგებლობა ბავშვების მზრუნველობაზე, ბავშვის უზრუნველყოფა, ქონების გაყოფა და სხვა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 4 აგვისტოს.

თ. ა-ძის წარმომადგენელმა ვ. ც-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების კაიჰოგას ოლქის ოჰაიოს შტატის სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ამერიკის შეერთებული შტატების კაიჰოგას ოლქის ოჰაიოს შტატის სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ა-ძის წარმომადგენელ ვ. ც-ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კაიჰოგას ოლქის ოჰაიოს შტატის სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განქორწინების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ამერიკის შეერთებული შტატების კაიჰოგას ოლქის ოჰაიოს შტატის სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ა-ძესა და ნ. ა-ძეს შორის 1999 წლის 9 ოქტომბერს ქ.თბილისის, ქორწინების სასახლეში ¹1134 ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.