¹ა-3026-შ-85-2010 14 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები _ ვ. კ-ინი, ევპატორიის საქალაქო სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ა-იანი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქ. ევპატორიის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქ. ევპატორიის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-იანს ჩამოერთვა მშობლის უფლება მცირეწლოვანი შვილის _ მ. ა-იანის მიმართ და მის მეურვედ დაინიშნა ვ. კ-ინი. ვ. ა-იანს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შემოსავლის 1/4-ის, მაგრამ არანაკლებ 30%-ის საარსებო მინიმუმის ბავშვის სარჩენად, ყოველთვიურად 2009 წლის 22 სექტემბრიდან მის სრულწოვანებამდე. ვ. ა-იანს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 8 გრივენისა 50 კაპიკის გადახდა.
ვ. კ-ინმა და ევპატორიის საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენეს სასამართლოს და მოითხოვა ალიმენტისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობებით დასტურდება, რომ ვ. ა-იანს გაეგზავნა სასამართლო უწყება, მაგრამ არ ჩაჰბარდა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე. გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შევიდა კანონიერ ძალაში 2001 წლის 17 სექტემბერს. ასევე დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ვ. კ-ინისა და ევპატორიის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. კ-ინისა და ევპატორიის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქ. ევპატორიის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქ. ევპატორიის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-იანს ჩამოერთვა მშობლის უფლება მცირეწლოვანი შვილის _ მ. ა-იანის მიმართ და მის მეურვედ დაინიშნა ვ. კ-ინი. ვ. ა-იანს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შემოსავლის 1/4-ის, მაგრამ არანაკლებ 30%-ის საარსებო მინიმუმის ბავშვის სარჩენად, ყოველთვიურად 2009 წლის 22 სექტემბრიდან მის სრულწოვანებამდე. ვ. ა-იანს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 8 გრივენისა 50 კაპიკის გადახდა.
შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი ცნობებით დასტურდება, რომ ვ. ა-იანს გაეგზავნა სასამართლო უწყება, მაგრამ არ ჩაჰბარდა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე. გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შევიდა კანონიერ ძალაში 2001 წლის 17 სექტემბერს. ასევე დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქ. ევპატორიის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. კ-ინისა და ევპატორიის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქ. ევპატორიის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქ. ევპატორიის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ა-იანს ჩამოერთვა მშობლის უფლება მცირეწლოვანი შვილის _ მ. ა-იანის მიმართ და მის მეურვედ დაინიშნა ვ. კ-ინი. ვ. ა-იანს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შემოსავლის 1/4-ის, მაგრამ არანაკლებ 30%-ის საარსებო მინიმუმის ბავშვის სარჩენად, ყოველთვიურად 2009 წლის 22 სექტემბრიდან მის სრულწოვანებამდე. ვ. ა-იანს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 8 გრივენისა 50 კაპიკის გადახდა.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.