ა-3148-შ-88-2010 7 მარტი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ი. ბ-ანი
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ბ-ანი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის საუბნო სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 103 F 3301/09)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის საუბნო სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 103 F 3301/09) ნიურნბერგის მმაჩის განყოფილების გამგის თანდასწრებით მეუღლეებს შორის გაფორმებული ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო წიგნის ჩანაწერი ¹2604) გაუქმდა; დადგინდა, რომ სასამართლოს გზით ქონების გაყოფის პროცესში მომჩივანის უფლების ხარჯზე ჩრდილოეთ ბაიერნის გერმანიის საპენსიო დაზღვევიდან (დაზღვევის ნომერი _ ...), მოპასუხის სასარგებლოდ ჩრდილოეთ ბაიერნის გერმანიის საპენსიო დაზღვევის არსებულ ანგარიშზე ..., 31.10.2009წ-თან დაკავშირებით გადაირიცხოს თანხა 0.2755 საანგარიშსწორებო კოეფიციენტის ოდენობით. სასამართლოს გზით ქონების შიდა გაყოფის პროცესში მოპასუხის უფლების ხარჯზე ჩრდილოეთ ბაიერნის გერმანიის საპენსიო დაზღვევიდან (სადაზღვევო ნომერი _ ...), მოპასუხის სასარგებლოდ ჩრდილოეთ ბაიერნის გერმანიის საპენსიო დაზღვევის არსებულ ანგარიშზე ..., 31.10.2009წ-თან დაკავშირებით გადაირიცხოს თანხა 30000 საანგარიშსწორებო კოეფიციენტის ოდენობით. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ პროცესის ხარჯები მხარეებს შორის გადანაწილდებოდა.
ი. ბ-ანმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მხარეებს შორის განქორწინების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინებით ი. ბ-ანის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ი. ბ-ანის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის საუბნო სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 103 F 3301/09) ნიურნბერგის მმაჩის განყოფილების გამგის თანდასწრებით მეუღლეებს შორის გაფორმებული ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო წიგნის ჩანაწერი ¹2604) გაუქმდა.
გერმანიის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის საუბნო სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 26 ივნისს.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის საუბნო სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნიურნბერგის მმაჩის განყოფილების გამგის თანდასწრებით მეუღლეებს შორის გაფორმებული ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო წიგნის ჩანაწერი ¹2604) გაუქმდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ბ-ანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის ნიურნბერგის პირველი ინსტანციის საუბნო სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნიურნბერგის მმაჩის განყოფილების გამგის თანდასწრებით მეუღლეებს შორის გაფორმებული ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო წიგნის ჩანაწერი ¹2604) გაუქმდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.