ა-329-შ-5-10 7 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. ლ-ძის შუამდგომლობა საბერძნეთის ქალაქ პირეასის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შვილად აყვანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საბერძნეთის ქალაქ პირეასის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ცნო პირველი განმცხადებლის – პ. პ.-სის ძის დ.-ის მიერ დედის სახელი მ., ქ. თბილისში 1981 წლის 10 ივნისს დაბადებული მეორე განმცხადებლის შვილად აყვანა რ. ლ-ძის, დედის სახელი ს.
რ. ლ-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საბერძნეთის ქალაქ პირეასის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ რ. ლ-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საბერძნეთის ქალაქ პირეასის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ცნო პირველი განმცხადებლის – პ. პ.-ის ძის დ.-ის მიერ დედის სახელი მ., ქ. თბილისში 1981 წლის 10 ივნისს დაბადებული მეორე განმცხადებლის შვილად აყვანა რ. ლ-ძის, დედის სახელი ს.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს საბერძნეთის ქალაქ პირეასის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ლ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
საბერძნეთის ქალაქ პირეასის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ცნო პირველი განმცხადებლის -- პ. პ.-ის ძის დ.-ის მიერ დედის სახელი მ., ქ. თბილისში 1981 წლის 10 ივნისს დაბადებული მეორე განმცხადებლის შვილად აყვანა რ. ლ-ძის, დედის სახელი ს... აღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.