ა-337-შ-6-2010 3 მაისი, 2010 წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ს. გ-ოვი
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ვ-ელი
განხილვის საგანი _ გერმანიის ჰანოვერის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე ¹ 626 F 5060/08 შ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ჰანოვერის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე 626 F 5060/08 შ) საქართველოში, ქ. თბილისში 2005 წლის 27 დეკემბერს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ¹ ...) შეწყდა; წყვილის წილების გათანაბრების შესახებ გადაწყვეტილება არ გამოტანილა; დადგინდა სასამართლო ხარჯების ორივე მხარის მიერ ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მომართა ს. გ-ოვმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებით ს. გ-ოვის შუამდგომლობა გერმანიის ჰანოვერის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე ¹ 626 F 5060/08 შ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ს. გ-ოვის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ჰანოვერის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე¹ 626 F 5060/08 შ) საქართველოში, ქ. თბილისში 2005 წლის 27 დეკემბერს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ¹ ...) შეწყდა, წყვილის წილების გათანაბრების შესახებ გადაწყვეტილება არ გამოტანილა, დადგინდა სასამართლო ხარჯების ორივე მხარის მიერ ანაზღაურება.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი. საქმის მასალების თანახმად, აღნიშნული გარემოებების არსებობა საქმეზე არ დასტურდება, რის გამოც არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ჰანოვერის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 626 F 5060/08 შ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 70-71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. გ-ოვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. გერმანიის ჰანოვერის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 626 F 5060/08 შ), რომლითაც საქართველოში, ქ. თბილისში 2005 წლის 27 დეკემბერს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ¹ ...) შეწყდა, წყვილის წილების გათანაბრების შესახებ გადაწყვეტილება არ გამოტანილა, დადგინდა სასამართლო ხარჯების ორივე მხარის მიერ ანაზღაურება, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.