ა-357-შ-18-2010 14 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ციურიხის საფეხბურთო კლუბი _ Bეტრიებსგესსელლსცჰაფტ Fჩძ AG (წარმომადგენელი რ. მ-ული)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ა-აია
განხილვის საგანი _ შვეიცარიის კონფედერაციის ციურიხის კანტონის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე ¹ AG060022/U2) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შვეიცარიის კონფედერაციის ციურიხის კანტონის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ AG060022/U2) მოპასუხე ლ. ა-აიას დაეკისრა ციურიხის საფეხბურთო კლუბის _ Bეტრიებსგესსელლსცჰაფტ Fჩძ AG სასარგებლოდ ნეტო 75 000 ფრანკი პროცენტებთან ერთად (5%-ის ოდენობით), რომელიც დაანგარიშებულ იქნა 2006 წლის 28 აგვისტოდან; ამავე გადაწყვეტილებით სასამართლო ბაჟის ოდენობამ მთლიანობაში შეადგინა 8 679.85 ფრანკი, მათ შორის: 7 500.00 ფრანკი შემდგომი ხარჯები, 1 050.00 ფრანკი თარგმანთან დაკავშირებული ხარჯები, 79.85 ფრანკი პუბლიკაციის ხარჯები; დადგინდა ხარჯების მოპასუხის მიერ ანაზღაურების ვალდებულება; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის პროცესთან დაკავშირებული ხარჯების _ 10 638 ფრანკის ანაზღაურება.
ციურიხის საფეხბურთო კლუბმა Bეტრიებსგესსელლსცჰაფტ Fჩძ AG-მ (წარმომადგენელი რ. მ-ული) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის განჩინებით ციურიხის საფეხბურთო კლუბის _ Bეტრიებსგესსელლსცჰაფტ Fჩძ AG-ის (წარმომადგენელი რ. მ-ული) შუამდგომლობა შვეიცარიის კონფედერაციის ციურიხის კანტონის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე ლ. ა-აიას, მასვე განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში შეეძლო წარმოედგინა მოსაზრება ზემომითითებული შუამდგომლობის თაობაზე, აგრეთვე, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და აღნიშნული განჩინების ასლები ლ. ა-აიას 2010 წლის 18 მაისს ჩაჰბარდა, მაგრამ მოპასუხეს უზენაესი სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მოუმართავს.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ციურიხის საფეხბურთო კლუბის _ Bეტრიებსგესსელლსცჰაფტ Fჩძ AG-ის (წარმომადგენელი რ. მ-ული) შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შვეიცარიის კონფედერაციის ციურიხის კანტონის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე ლ. ა-აიას დაეკისრა ციურიხის საფეხბურთო კლუბი _ Bეტრიებსგესსელლსცჰაფტ Fჩძ AG-თვის ნეტო 75 000 ფრანკი პროცენტებთან ერთად (5%-ის ოდენობით), რომელიც დაანგარიშებულ იქნა 2006 წლის 28 აგვისტოდან; ამავე გადაწყვეტილებით სასამართლო ბაჟის ოდენობამ მთლიანობაში შეადგინა 8 679.85 ფრანკი, მათ შორის: 7 500.00 ფრანკი შემდგომი ხარჯები, 1 050.00 ფრანკი თარგმანთან დაკავშირებული ხარჯები, 79.85 ფრანკი პუბლიკაციის ხარჯები; დადგინდა ხარჯების მოპასუხის მიერ ანაზღაურების ვალდებულება; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის პროცესთან დაკავშირებული ხარჯების _ 10 638 ფრანკის ანაზღაურება.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის, ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა,” “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს შვეიცარიის კონფედერაციის ციურიხის კანტონის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე ¹ AG060022/U2).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 70-71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ციურიხის საფეხბურთო კლუბის _ Bეტრიებსგესსელლსცჰაფტ Fჩძ AG-ის (წარმომადგენელი რ. მ-ული) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას შვეიცარიის კონფედერაციის ციურიხის კანტონის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე ¹ AG060022/U2), რომლითაც: მოპასუხე ლ. ა-აიას დაეკისრა ციურიხის საფეხბურთო კლუბი _ Bეტრიებსგესსელლსცჰაფტ Fჩძ AG-ის სასარგებლოდ ნეტო 75 000 ფრანკი პროცენტებთან ერთად (5%-ის ოდენობით), რომელიც დაანგარიშებულ იქნა 2006 წლის 28 აგვისტოდან; სასამართლო ბაჟის ოდენობამ მთლიანობაში შეადგინა 8 679.85 ფრანკი, მათ შორის: 7 500.00 ფრანკი შემდგომი ხარჯები, 1 050.00 ფრანკი თარგმანთან დაკავშირებული ხარჯები, 79.85 ფრანკი პუბლიკაციის ხარჯები; დადგინდა ხარჯების მოპასუხის მიერ ანაზღაურების ვალდებულება; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის პროცესთან დაკავშირებული ხარჯების _ 10 638 ფრანკის ანაზღაურება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.