ა-374-შ-8-2010 19 აპრილი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობების ავტორები _ ვ. ო-იანი, ვ. გ-იანი
მოწინააღმდეგე მხარეები _ გ. მ-შვილი, ზ. მ-ური
განხილვის საგანი _ სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის სისხლის სამართლის სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის განაჩენის (საქმე ¹0049/01/08) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ვ. ო-იანისა და ვ. გ-იანის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის თანხების დაკისრების ნაწილში
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის სისხლის სამართლის სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის განაჩენით ვ. ო-იანის, რ. ჟ იანისა და ზ. ა-იანის სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილდა, გ. დ.-ს ძე მ-შვილს დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, ვ. ო-იანის სასარგებლოდ _ 2027579 სრ დრამის, რ. ჟ-იანის სასარგებლოდ _ 993000 სრ დრამისა და ზ. ა-იანის სასარგებლოდ _ 145000 სრ დრამის გადახდა; ამავე განაჩენით გ. დ.-ს ძე მ-შვილსა და ზ. ლ.-ს ძე მ-ურს დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სახელდობრ, ჰ. ბ-იანისა და ვ. მ-იანის სასარგებლოდ _ 1616840 სრ დრამის, ლ. ხ-იანის სასარგებლოდ _ 454000 სრ დრამის, ვ. გ-იანის სასარგებლოდ _ 1151955 სრ დრამის (1153955 სრ დრამიდან გამორიცხული 2000 სრ დრამის) გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობებით მომართეს ვ. ო-იანმა და ვ. გ-იანმა, რომლებმაც მოითხოვეს ზემომითითებული განაჩენის (დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეებისათვის მათ სასარგებლოდ თანხების დაკისრების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით ვ. ო-იანისა და ვ. გ-იანის შუამდგომლობები სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის სისხლის სამართლის სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის განაჩენის (საქმე ¹0049/01/08, დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ვ. ო-იანისა და ვ. გ-იანის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის თანხების დაკისრების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ვ. ო-იანისა და ვ. გ-იანის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის სისხლის სამართლის სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის განაჩენით ვ. ო-იანის, რ. ჟ-იანისა და ზ. ა-იანის სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილდა, გ. დ.-ს ძე მ-შვილს დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, ვ. ო-იანის სასარგებლოდ _ 2027579 სრ დრამის, რ. ჟ-იანის სასარგებლოდ _ 993000 სრ დრამისა და ზ. ა-იანის სასარგებლოდ _ 145000 სრ დრამის გადახდა; ამავე განაჩენით გ. დ.-ს ძე მ-შვილსა და ზ. ლ.-ის ძე მ-ურს დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სახელდობრ, ჰ. ბ-იანისა და ვ. მ-იანის სასარგებლოდ _ 1616840 სრ დრამის, ლ. ხ-იანის სასარგებლოდ _ 454000 სრ დრამის, ვ. გ-იანის სასარგებლოდ _ 1151955 სრ დრამის (1153955 სრ დრამიდან გამორიცხული 2000 სრ დრამის) გადახდა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი. საქმის მასალების თანახმად, აღნიშნული გარემოებების არსებობა საქმეზე არ დასტურდება, რის გამოც არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის სისხლის სამართლის სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის განაჩენი (საქმე ¹0049/01/08) დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ვ. ო-იანისა და ვ. გ-იანის სასარგებლოდ გ. დ.-ს ძე მ-შვილისა და ზ. ლ.-ს ძე მ-ურისათვის თანხების დაკისრების ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 70-71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ო-იანისა და ვ. გ-იანის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;
2. სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის სისხლის სამართლის სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის განაჩენი (საქმე ¹0049/01/08) დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ვ. ო-იანისა და ვ. გ-იანის სასარგებლოდ გ. დ.-ს ძე მ-შვილისა და ზ. ლ.-ს ძე მ-ურისათვის თანხების (გ. მ-შვილის მიერ ვ. ო-იანის სასარგებლოდ _ 2027579 სრ დრამა, გ. მ-შვილისა და ზ. მ-ურის მიერ ვ. გ-იანის სასარგებლოდ _ 1151955 სრ დრამა) დაკისრების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.