Facebook Twitter

ა-390-შ-19-2010 4 ნოემბერი, 2010 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ო-ძის (წარმომადგენელი ზ. ვ-შვილი) შუამდგომლობა გერმანიის ჰანოვერის ადმინისტრაციული სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმეზე - ნ. ო-ძის სარჩელის გამო ზ. შ-შვილის მიმართ განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1999 წლის 15 იანვარს გერმანიის ქალაქ ჰანოვერის მმაჩის ბიურომ საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს მოქალაქეების ნ. ო-ძისა და ზ. შ-შვილის ქორწინება. ო-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ზ. შ-შვილის მიმართ და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება.

გერმანიის ჰანოვერის ადმინისტრაციული სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ო-ძე და ზ. შ-შვილი განქორწინდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 11 მარტიდან.

ნ. ო-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ჰანოვერის ადმინისტრაციული სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით ნ. ო-ძის შუამდგომლობა გერმანიის ჰანოვერის ადმინისტრაციული სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ. ო-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1999 წლის 15 იანვარს გერმანიის ქალაქ ჰანოვერის მმაჩის ბიურომ საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს მოქალაქეების ნ. ო-ძისა და ზ. შ-შვილის ქორწინება. ნ. ო-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ზ. შ-შვილის მიმართ და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება.

გერმანიის ჰანოვერის ადმინისტრაციული სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ო-ძე და ზ. შ-შვილი განქორწინდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 11 მარტიდან.

ნ. ო-ძემ (წარმომადგენელი ზ. ვ-შვილი) შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ჰანოვერის ადმინისტრაციული სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით ნ. ო-ძის შუამდგომლობა გერმანიის ჰანოვერის ადმინისტრაციული სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად გერმანიის ჰანოვერის ადმინისტრაციული სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ო-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. გერმანიის ჰანოვერის ადმინისტრაციული სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ო-ძე და ზ. შ-შვილი განქორწინდნენ ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.