ა-474-შ-8-2011 21 მარტი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ნ. ბ-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ბ-ია
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე ¹2-53-2010წ.)
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹2-53-2010წ.) ნ. ვ-ს ასული ბ-იას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ა. ა-ს ძე ბ-იას, დაბადებულს 1967 წლის 4 მარტს, მცხოვრებს საქართველოში, ქ.სენაკში, ნ. ვ-ს ასული ბ-იას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, გამომუშავების და (ან) სხვა შემოსავლის 1/4-ის ოდენობით არასრულწლოვანი შვილის _ .... წლის .. ნოემბერს დაბადებული დ. ა-ს ძე ბ-იას სარჩენად 2010 წლის 5 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; ა. ა-ს ძე ბ-იას ასევე დაეკისრა 100 რუბლის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა; გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყონებლივ აღსრულებას.
ნ. ბ-იამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა ალიმენტის დაკისრების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის განჩინებით ნ. ბ-იას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ. ბ-იას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ვ-ს ასული ბ-იას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ა. ა-ს ძე ბ-იას, დაბადებულს 1967 წლის 4 მარტს, მცხოვრებს საქართველოში, ქ.სენაკში, ნ. ვ-ს ასული ბ-იას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, გამომუშავების და (ან) სხვა შემოსავლის 1/4-ის ოდენობით არასრულწლოვანი შვილის _ .... წლის .. ნოემბერს დაბადებული დ. ა-ს ძე ბ-იას სარჩენად 2010 წლის 5 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყონებლივ აღსრულებას.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. ვ-ს ასული ბ-იას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ა. ა-ს ძე ბ-იას, დაბადებულს 1967 წლის 4 მარტს, მცხოვრებს საქართველოში, ქ.სენაკში, ნ. ვ-ს ასული ბ-იას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, გამომუშავების და (ან) სხვა შემოსავლის 1/4-ის ოდენობით არასრულწლოვანი შვილის _ .... წლის .. ნოემბერს დაბადებული დ. ა-ს ძე ბ-იას სარჩენად 2010 წლის 5 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყონებლივ აღსრულებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ-იას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე ¹2-53-2010წ.) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. ვ-ს ასული ბ-იას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ა. ა-ს ძე ბ-იას, დაბადებულს 1967 წლის 4 მარტს, მცხოვრებს საქართველოში, ქ.სენაკში, ნ. ვ-ს ასული ბ-იას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, გამომუშავების და (ან) სხვა შემოსავლის 1/4-ის ოდენობით არასრულწლოვანი შვილის _ .... წლის .. ნოემბერს დაბადებული დ. ა-ს ძე ბ-იას სარჩენად 2010 წლის 5 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყონებლივ აღსრულებას.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.