Facebook Twitter

¹ა-49-შ-2-2010 22 თებერვალი, 2010წ.

ა-49-შ-2-2010 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ხ. ხ-ავა (წარმომადგენელი ა. ჯ-აია)

განხილვის საგანი _ ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ლოუნდსის პირველი ინსტანციის მთავარი სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის საბოლოო ბრძანების (საქმე ¹2007-ჩVD-1378) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ლოუნდსის პირველი ინსტანციის მთავარი სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის საბოლოო ბრძანებით სახელი “ხ. ხ-ავა გ.” შეიცვალა სახელით “კ. ხ-ავა .”.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მომართა ხ. ხ-ავამ (წარმომადგენელი ა. ჯ-აია).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით ხ. ხ-ავას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ლოუნდსის პირველი ინსტანციის მთავარი სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის საბოლოო ბრძანების (საქმე ¹2007-ჩVD-1378) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ხ. ხ-ავას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ლოუნდსის პირველი ინსტანციის მთავარი სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის საბოლოო ბრძანებით სახელი “ხ. ხ-ავა გ.” შეიცვალა სახელით “კ. ხ-ავა.”.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი. საქმის მასალების თანახმად, აღნიშნული გარემოებების არსებობა საქმეზე არ დასტურდება, რის გამოც არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიას შტატის ლოუნდსის პირველი ინსტანციის მთავარი სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის საბოლოო ბრძანება (საქმე ¹2007-ჩVD-1378)

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 70-71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. ხ-ავას (წარმომადგენელი ა. ჯ-აია) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ლოუნდსის პირველი ინსტანციის მთავარი სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის საბოლოო ბრძანება (საქმე ¹2007-ჩVD-1378), რომლითაც სახელი “ხ. ხ-ავა გ.” შეიცვალა სახელით “კ. ხ-ავა “, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.