Facebook Twitter
¹ ა-550-შ-11-2011

¹ ა-550-შ-11-2011 9 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ შპს «რ. ა-ო»

წარმომადგენელი _ თ. შ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ბ-ი»

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «ბ-ლს» დაეკისრა გადაწყვეტილების მიღებისთანავე შპს «რ. ა-ოს» დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს საქონლის ღირებულება _ 543801 აშშ დოლარი, თანხის გადახდის დაგვიანებისათვის ჯარიმა _ 27190,1 აშშ დოლარის და საარბიტრაჟო მოსაკრებელი _ 12727,93 აშშ დოლარი, სულ, 583719,03 აშშ დოლარი აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მისი ხელმოწერისთანავე და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

შპს «რ. ა-ოს» წარმომადგენელ თ. შ-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით შპს «რ. ა-ოს» წარმომადგენელ თ.შ-ძის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შპს «რ.ა-ოს» წარმომადგენელ თ. შ-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «ბ-ლს» დაეკისრა გადაწყვეტილების მიღებისთანავე შპს «რ. ა-ოს» დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს საქონლის ღირებულება _ 543801 აშშ დოლარი, თანხის გადახდის დაგვიანებისათვის ჯარიმა _ 27190,1 აშშ დოლარის და საარბიტრაჟო მოსაკრებელი _ 12727,93 აშშ დოლარი, სულ, 583719,03 აშშ დოლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მისი ხელმოწერისთანავე და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «რ. ა-ოს» წარმომადგენელ თ. შ-ძის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «ბ-ლს» დაეკისრა გადაწყვეტილების მიღებისთანავე შპს «რ. ა-ოს» დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს საქონლის ღირებულება _ 543801 აშშ დოლარი, თანხის გადახდის დაგვიანებისათვის ჯარიმა _ 27190,1 აშშ დოლარის და საარბიტრაჟო მოსაკრებელი _ 12727,93 აშშ დოლარი, სულ, 583719,03 აშშ დოლარი.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.