ა-551-შ-12-2011 16 მაისი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ სამეცნიერო-საწარმოო კერძო საწარმო “...-2” (წარმომადგენელი თ. შ-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “...”
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე ¹13/2010)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “...ს”, საქართველო, ქ.ბათუმი, სამეცნიერო-საწარმოო კერძო საწარმო “...-2-ის”, უკრაინა, ქ.ხერსონი, სასარგებლოდ დაეკისრა საერთო ღირებულების საქონლის მიწოდებისათვის 385221.00 აშშ დოლარის ოდენობის დავალიანების, პორტში საქონლის შენახვისათვის 9053.40 აშშ დოლარის ოდენობის დავალიანების, კონტრაქტის შესრულების ვადების დარღვევისათვის 19261.05 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმისა და 21439.00 აშშ დოლარის ოდენობის საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე იგი არ აღსრულებულა.
სამეცნიერო-საწარმოო კერძო საწარმო “...-2-მა” შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით სამეცნიერო-საწარმოო კერძო საწარმო “...-2-ის” შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს – შპს “...ს” განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა 5 დღის ვადაში წარმოედგინა თავისი მოსაზრებები სამეცნიერო-საწარმოო კერძო საწარმო “...-2-ის” შუამდგომლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული განჩინება, შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლებთან ერთად გადაეგზავნა შპს “...ს” და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის განჩინებით შპს “...ს”, მისივე განცხადების საფუძველზე, 14 დღით გაუგრძელდა მოსაზრებების წარმოდგენის ვადა. ეს განჩინება შპს “...ს” ჩაბარდა 2011 წლის 18 აპრილს, თუმცა მას რაიმე მოსაზრება საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ სამეცნიერო-საწარმოო კერძო საწარმო “...-2-ის” შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “...ს”, საქართველო, ქ.ბათუმი, სამეცნიერო-საწარმოო კერძო საწარმო “...-2-ის”, უკრაინა, ქ.ხერსონი, სასარგებლოდ დაეკისრა საერთო ღირებულების საქონლის მიწოდებისათვის 385221.00 აშშ დოლარის ოდენობის დავალიანების, პორტში საქონლის შენახვისათვის 9053.40 აშშ დოლარის ოდენობის დავალიანების, კონტრაქტის შესრულების ვადების დარღვევისათვის 19261.05 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმისა და 21439.00 აშშ დოლარის ოდენობის საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე იგი არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. საყურადღებოა ასევე, რომ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის თაობაზე არც მოწინააღმდეგე მხარეს – შპს “...ს” მიუთითებია. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სამეცნიერო-საწარმოო კერძო საწარმო “...-2-ის” შუამდგომლობის დაკმაყოფილების და რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამეცნიერო-საწარმოო კერძო საწარმო “...-2-ის” (წარმომადგენელი თ. შ-ძე) შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე ¹13/2010) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “...ს”, საქართველო, ქ.ბათუმი, სამეცნიერო-საწარმოო კერძო საწარმო “...-2-ის”, უკრაინა, ქ.ხერსონი, სასარგებლოდ დაეკისრა 385221.00 აშშ დოლარის საერთო ღირებულების საქონლის მიწოდებისათვის დავალიანების, პორტში საქონლის შენახვისათვის 9053.40 აშშ დოლარის ოდენობის დავალიანების, კონტრაქტის შესრულების ვადების დარღვევისათვის 19261.05 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმისა და 21439.00 აშშ დოლარის ოდენობის საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.