ა-582-შ-13-2011 30 მაისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ მ. ო-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. გ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს სურახანის სასამართლოს 2010 წლის 12 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ო-იმ სარჩელი აღძრა სასამართლოს მოპასუხე ი. გ-ის მიმართ განქორწინების მოთხოვნით.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს სურახანის სასამართლოს 2010 წლის 12 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ო-ის სარჩელი მოპასუხე ი. გ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა 1997 წლის 5 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის მარნეულის რაიონის დაბა კუტლიარის საკრებულოში რეგისტრირებული ქორწინება მ. ო-ისა და ი. გ-ის შორის.
მ. ო-იმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს სურახანის სასამართლოს 2010 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 11 ოქტომბერს, იგი მისი მიმღების ქვეყნის ტერიტორიაზე არაა აღსრულებული და ექვემდებარება აღსრულებას. შუამდგომლობაზე დართული, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს ცნობით, ასევე დასტურდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებით მ. ო-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს სურახანის სასამართლოს 2010 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ო-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს სურახანის სასამართლოს 2010 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს სურახანის სასამართლოს 2010 წლის 12 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ო-ის სარჩელი მოპასუხე ი. გ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა 1997 წლის 5 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის მარნეულის რაიონის დაბა კუტლიარის საკრებულოში რეგისტრირებული ქორწინება მ. ო-ისა და ი. გ-ის შორის.
საქმის მასალების შესწავლით ასევე დასტურდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში, მისი მიმღების ქვეყნის ტერიტორიაზე გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, ასევე დასტურდება, რომ მხარეები კანონით დადგენილი წესით იყვნენ ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები განსახილველ შუამდგომლობასთან მიმართებით არ არსებობს. რაც შეეხება გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული შუამდგომლობა ამ ნაწილშიც აკმაყოფილებს «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მოთხოვნებს.
ამდენად, მ. ო-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს სურახანის სასამართლოს 2010 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნას შუამდგომლობაში მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, 71-ე მუხლით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ო-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს სურახანის სასამართლოს 2010 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს სურახანის სასამართლოს 2010 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა 1997 წლის 5 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის მარნეულის რაიონის დაბა კუტლიარის საკრებულოში რეგისტრირებული ქორწინება მ. ო-ისა და ი. გ-ის შორის.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.