ა-637-შ-12-2010 12 აპრილი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
განიხილა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის დადგენილების (საქმე ¹2-21/2008) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გ. ბ-ინოს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საკითხი. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის დადგენილებით (საქმე ¹2-21/2008) გ. ზ.-ს ასული ბ-ინოს სარჩელი დაკმაყოფილდა, მასა და ვ. ვ.-ს ძე ბ-ინოს შორის თბილისში, სამგორის რაიონის მმაჩის განყოფილებაში 1999 წლის 18 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება ¹126 ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მისი გაფორმების დღიდან; 2001 წლის 17 აგვისტოს დაბადებული ლ. ვ.-ს ძე ბ-ინო დარჩა გ. ზ.-ს ასული ბ-ინოს მეურვეობის ქვეშ; მოსარჩელეს მიეცა ქორწინებამდელი გვარის _ ა-შვილის ტარების უფლება.
2010 წლის 19 მარტს გ. ბ-ინომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა მხარეებს შორის ქორწინების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებით გ. ბ-ინოს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა დადგენილების გამომტანი სასამართლოს მიერ შედგენილი, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული დოკუმენტი, იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ვ. ვ.-ს ძე ბ-ინო გაფრთხილებული იყო კახის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის სხდომის თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
დასახელებული განჩინების ასლი გ. ბ-ინოს ჩაჰბარდა ხელზე, 2010 წლის 25 მარტს.
2010 წლის 8 აპრილს გ. ბ-ინომ უზენაეს სასამართლოში განცხადება წარმოადგინა. განმცხადებელმა შუამდგომლობაზე უარი თქვა და მისი განუხილველად დატოვება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, გ. ბ-ინოს შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის დადგენილების (საქმე ¹2-21/2008) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
მოცემულ შემთხვევაში გ. ბ-ინომ შუამდგომლობაზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ინოს შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის დადგენილების (საქმე ¹2-21/2008) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ინოს განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გ. ბ-ინოს შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის დადგენილების (საქმე 2-21/2008) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად იქნეს დატოვებული;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.