ა-742-შ-13-2010 4 ივნისი, 2010 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ო-ეკის შუამდგომლობა თურქეთის თ.რ. ქადიქოის მე-4 ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეზე, ს. ო-ეკის სარჩელის გამო, ნ. ო-ეკის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ო-ეკი და ნ. ო-ეკი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2001 წლის 22 სექტემბრიდან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი – ლ. ო-ეკი. ს. ო-ეკმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ო-ეკის მიმართ და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მათი ოჯახური ერთიანობა ვერ გაგრძელდებოდა, ვერ შესძლებდნენ ოჯახურ ურთიერთობას და გადაწყვიტეს განქორწინებულიყვნენ. საერთო შვილის მეურვეობა დედას გადაეცემა. მოპასუხემ სარჩელი ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თურქეთის თ.რ. ქადიქოის მე-4 ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ო-ეკი და ნ. ო-ეკი განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საერთო შვილის – ლ. ო-ეკის მეურვეობა გადაეცა ნ. ო-ეკს; შვილსა და მამას ს. ო-ეკს შორის არდადეგების დროს პირველი დღის 10 სათიდან მე-7 დღის 18 საათამდე, 1 აგვისტოს პირველი დღის 10 საათიდან 31 დღის 20 საათამდე უფლება აქვთ, განუწყვეტლად ჰქონდეთ ურთიერთობა; ამავე გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ მოსარჩელე შვილს თვიურად გადაუხდის 300.000 თურქულ ლირას; 2009 წლის 11 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ მოსარჩელე ს. ო-ეკი მეურვეობას გადასცემს ნ. ო-ეკს.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 23 დეკემბრიდან.
ნ. ო-ეკმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს თურქეთის თ.რ. ქადიქოის მე-4 ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინებით ნ. ო-ეკის შუამდგომლობა თურქეთის თ.რ. ქადიქოის მე-4 ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ს. ო-ეკის სარჩელის გამო ნ. ო-ეკის მიმართ განქორწინების თაობაზე, მიღებულ იქნა წარმოებაში.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს თურქეთის თ.რ. ქადიქოის მე-4 ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ო-ეკის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
ცნობილ იქნეს თურქეთის თ.რ. ქადიქოის მე-4 ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ნ. ო-ეკი და ს. ო-ეკი განქორწინდნენ; საერთო შვილის – ლ. ო-ეკის მეურვეობა გადაეცა ნ. ო-ეკს; შვილსა და მამას ს. ო-ეკს შორის არდადეგების დროს პირველი დღის 10 სათიდან მე-7 დღის 18 საათმდე, 1 აგვისტოს პირველი დღის 10 საათიდან 31 დღის 20 საათამდე უფლება აქვთ, განუწყვეტლად ჰქონდეთ ურთიერთობა; ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელე შვილს თვიურად გადაუხდის 300.000 თურქულ ლირას; 2009 წლის 11 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ მოსარჩელე ს. ო-ეკი მეურვეობას გადასცემს ნ. ო-ეკს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.