Facebook Twitter

ა-764-შ-19-2011 2 მაისი, 2011 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბ. ალავიძე, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ნ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ლერტეს საოლქო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლერტეს საოლქო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ-სა და მ. მ-ს შორის შეწყდა ქორწინება.

ნ. მ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ლერტეს საოლქო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 3 მაისს, ასევე დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღსრულებულია. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განჩინებით ნ. მ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. მ-ის შუამდგომლობა ლერტეს საოლქო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ლერტეს საოლქო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ-სა და მ. მ-ს შორის შეწყდა ქორწინება.

ლერტეს საოლქო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ლერტეს საოლქო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. მ-ის შუამდგომლობა ლერტეს საოლქო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ლერტეს საოლქო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ნ. მ-სა და მ. მ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.