ა-879-შ-15-2010 21 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ნ. თ.-ის ასული კ-ოვა
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. მ-შვილი
განხილვის საგანი _ უკრაინის ჩერკასკის ოლქის ქ. ზოლოტონოშის ადგილობრივი სასამართლოს 2003 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე ¹2-5/2003) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის ჩერკასკის ოლქის ქ. ზოლოტონოშის ადგილობრივი სასამართლოს 2003 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ო.-ის ძე მ-შვილს, მცხოვრებს საქართველოში, ქ. თელავი, ... 24, ნ. თ.-ის ასული ბ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ მოქალაქის სარგებლის დაუბეგრავი მინიმუმის 1/2-ისა, 1995 წლის 23 აგვისტოს დაბადებული ა. ნ.-ის ასული მ-შვილის სარჩენად 1999 წლის 15 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ნ. ო.-ს ძე მ-შვილს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 51 გრივნის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
N ნ. თ.-ის ასულმა კ-ოვამ (იგივე ნ. თ.-ის ასული ბ-იანი) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა შუამდგომლობით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის განჩინებით ნ. თ.-ის ასული კ-ოვას შუამდგომლობა უკრაინის ჩერკასკის ოლქის ქ. ზოლოტონოშის ადგილობრივი სასამართლოს 2003 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე ¹2-5/2003) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმო ებაში.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ. თ.-ის ასული კ-ოვას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის ჩერკასკის ოლქის ქ. ზოლოტონოშის ადგილობრივი სასამართლოს 2003 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ო.-ის ძე მ-შვილს, მცხოვრებს საქართველოში, ქ. თელავი, ... 24, ნ. თ.-ის ასული ბ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ მოქალაქის სარგებლის დაუბეგრავი მინიმუმის 1/2-ისა, 1995 წლის 23 აგვისტოს დაბადებული ა. ნ.ის ასული მ-შვილის სარჩენად 1999 წლის 15 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი. საქმის მასალების თანახმად, ასეთი გარემოებების არსებობა საქმეზე არ დასტურდება, რის გამოც არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ჩერკასკის ოლქის ქ. ზოლოტონოშის ადგილობრივი სასამართლოს 2003 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე ¹2-5/2003) იმ ნაწილში, რომლითაც ნ. ო.-ის ძე მ-შვილს, მცხოვრებს საქართველოში, ქ. თელავი, ... 24, ნ. თ.-ის ასული ბ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ მოქალაქის სარგებლის დაუბეგრავი მინიმუმის 1/2-ისა, 1995 წლის 23 აგვისტოს დაბადებული ა. ნ.ის ასული მ-შვილის სარჩენად 1999 წლის 15 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 70-71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. თ.-ის ასული კ-ოვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. უკრაინის ჩერკასკის ოლქის ქ. ზოლოტონოშის ადგილობრივი სასამართლოს 2003 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. ო.-ის ძე მ-შვილს, მცხოვრებს საქართველოში, ქ. თელავი, ... 24, ნ. თ.-ის ასული ბ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ მოქალაქის სარგებლის დაუბეგრავი მინიმუმის 1/2-ისა, 1995 წლის 23 აგვისტოს დაბადებული ა. ნ.ის ასული მ-შვილის სარჩენად 1999 წლის 15 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.