Facebook Twitter

ა-899-შ-16-2010 30 სექტემბერი, 2010 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. გ-შვილის წარმომადგენლის ლ. ბ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის ¹ა-899-შ-16-2010 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ი. გ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. გერმანიის დორტმუნდის ქვედა ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. გ-შვილი და მ. ჯ-შვილი განქორწინდნენ, ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებარა აღსრულებას.

ი. გ-შვილის წარმომადგენელმა ლ. ბ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა აღნიშნულ განჩინებაში უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, სიტყვების: “2006 წლის 20 ივნისს გერმანიის ქალაქ ბერკა/ვერას მმაჩის ბიურომ საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს მოქალაქეების ი. გ-შვილისა და მ. ჯ-შვილის ქორწინება” უნდა შეიცვალოს სიტყვებით: “2006 წლის 20 ივნისს გერმანიის ქალაქ ბერკა/ვერას მმაჩის ბიურომ საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა გერმანიის მოქალაქის ი. გ-შვილისა და საქართველოს მოქალაქის მ. ჯ-შვილის ქორწინება”.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა ი. გ-შვილის წარმომადგენლის ლ. ბ-შვილის განცხადების შინაარსის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საკასაციო პალატის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის ¹ა-899-შ-16-2010 განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ განჩინების აღწერილობით ნაწილში სიტყვები: “2006 წლის 20 ივნისს გერმანიის ქალაქ ბერკა/ვერას მმაჩის ბიურომ საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს მოქალაქეების ი. გ-შვილისა და მ. ჯ-შვილის ქორწინება”, უნდა შეიცვალოს სიტყვებით: “2006 წლის 20 ივნისს გერმანიის ქალაქ ბერკა/ვერას მმაჩის ბიურომ საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა გერმანიის მოქალაქის ი. გ-შვილისა და საქართველოს მოქალაქის მ. ჯ-შვილის ქორწინება”.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. გ-შვილის წარმომადგენლის ლ. ბ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდეს;

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის ¹ა-899-შ-16-2010 განჩინებაში დაშვებული უსწორობა. განჩინების აღწერილობით ნაწილში სიტყვები: “2006 წლის 20 ივნისს გერმანიის ქალაქ ბერკა/ვერას მმაჩის ბიურომ საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს მოქალაქეების ი. გ-შვილისა და მ. ჯ-შვილის ქორწინება”, შეიცვალოს სიტყვებით: “2006 წლის 20 ივნისს გერმანიის ქალაქ ბერკა/ვერას მმაჩის ბიურომ საქორწინო აქტების ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა გერმანიის მოქალაქის ი. გ-შვილისა და საქართველოს მოქალაქის მ. ჯ-შვილის ქორწინება”.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.