Facebook Twitter

ვ-130-შ-7-10 15 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. ლ-ძის წარმომადგენლის ნ. ფ-ძის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი ქალაქ თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შვილად აყვანის თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ქ. ლ-ძის წარმომადგენლის ნ. ფ-ძის შუამდგომლობა ქალაქ თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შვილად აყვანის თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობებს, ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებით ქ. ლ-ძის წარმომადგენელს ნ. ფ-ძეს მიეცა 10 დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, მის მიერ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო:

1) ქალაქ თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი;

2) ლეგალიზებული, თარგმნილი და დამოწმებული ცნობა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ;

3) ლეგალიზებული, თარგმნილი და დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღსრულება არ მომხდარა;

4) საქართველოს ადვოკატის ტესტირების გავლის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2010 წლის 5 მარტს ნ. ფ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა საქართველოს ადვოკატთა ტესტირების გავლის სერთიფიკატი და მისი წევრობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო საკასაციო პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებაში მითითებული დოკუმენტების წარმოსაგენად მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება 20 მარტამდე.

2010 წლის 10 მარტის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 10 დღით.

ამავე წლის 15 მარტს ნ. ფ-ძემ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა ცნობა ოჯახის მდგომარეობის შესახებ და ოფიციალური დოკუმენტის ჩაბარების ოქმი.

2010 წლის 25 მარტის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 10 დღით.

Aამავე წლის 11 მაისს ქ. ლ-ძის წარმომადგენელმა ნ. ფ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება.

2010 წლის 21 მაისის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 10 დღით. ხარვეზის განჩინება გაეგზავნა კანონით დადგენილ ვადაში და ჩაბარდა 14 ივნისს, შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 24 ივნისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში მის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, შუამდგომლობა დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. ლ-ძის წარმომადგენლის ნ. ფ-ძის შუამდგომლობა ქალაქ თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.