Facebook Twitter

ა-858-შ-55-2010 8 ნოემბერი, 2010 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე თ. თოდრია

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. ტ-ს (წარმომადგენელი ა. ტ-შვილი) შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი რესპუბლიკა ჩრდილო ოსეთის-ალანიის ქ.ვლადიკავკაზის პრომიშლენი რაიონის 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე ¹2-674/10) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ვ. ტ-იმ განცხადებით მიმართა ქ.ვლადიკავკაზის პრომიშლენი რაიონის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო აქტების მდგომარეობის ჩანაწერში ცვლილებების შეტანის თაობაზე. განმცხადებელმა მოითხოვა შესწორების შეტანა დაბადების სააქტო ჩანაწერში მიეთითოს სახელი “ვ.” - “ვა.-ს” ნაცვლად. განმცხადებელმა განმარტა, რომ დაიბადა 1942 წლის 1 იანვარს საქართველოში, კასპის რაიონის სოფელ ... . მას სახელი დაერქვა “შ.”, გვარი კი - ჩაიწერა “ტ-შვილი”.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ 1976 წლის 6 აგვისტოს მან შეიცვალა გვარი და სახელი, კერძოდ, ტ-შვილი შ. ვ.-ს ძე, შეიცვალა ტ-ი ვ. ვ.-ს ძით. 1976 წლის 8 აგვისტოს ქ.თბილისის კიროვის რაიონის მმაჩის განყოფილებაში შესრულდა შესაბამისი სააქტო ჩანაწერი ¹39 და გაიცა გვარისა და სახელის შეცვლის მოწმობა, ასევე დაბადების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი ¹5, მაგრამ შეცდომით, “ვ.-ს” ნაცვლად, სააქტო ჩანაწერში ჩაწერილ იქნა “ვა.”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ.ტ-მ მოითხოვა დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა და დაევალოს მმაჩის ორგანოებს, დაეკისროს დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანა, ასევე, გვარის, სახელის, მამის სახელის შეცვლის მოწმობაში ჩაიწეროს “ვა.-ს” ნაცვლად “ვ.”.

რესპუბლიკა ჩრდილო ოსეთის-ალანიის ქ.ვლადიკავკაზის პრომიშლენი რაიონის 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ტ-ი ვ. ვ.-ს ძის განცხადება დაკმაყოფილდა, ქ.თბილისის კიროვის რაიონის მმაჩის რაიგანყოფილების 1979 წლის 6 აგვისტოს ¹39 სააქტო ჩანაწერში ტ-შვილი შ. ვ.-ს ძის გვარის, სახელის, მამის სახელის შეცვლაზე შეტანილ იქნეს ცვლილება “ვა.-ს” ნაცვლად ჩაწერა “ვ.”. შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს სსრ კასპის რაიონის კოდისწყაროს სს მმაჩის რესპუბლიკური არქივის მიერ ¹5 1942 წლის 1 აპრილის ჩანაწერში, ნაცვლად “ვა.-ს” “ვ.”.

ვ. ტ-ის წარმომადგენელმა ა. ტ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ვ. ტ-ის (წარმომადგენელი ა. ტ-შვილი) დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან ოცი დღის ვადა რესპუბლიკა ჩრდილო ოსეთის-ალანიის ქ.ვლადიკავკაზის პრომიშლენი რაიონის 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ცნობისა და მინდობილობის წარმოსადგენად, ხოლო ვ. ტ-ის წარმომადგენლ ა. ტ-შვილს იმავე ვადაში დაევალა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 12 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში შუამდგომლობის ავტორს მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისთვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები და წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიაჩნია, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებების გამო:

რესპუბლიკა ჩრდილო ოსეთის-ალანიის ქ.ვლადიკავკაზის პრომიშლენი რაიონის 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ტ-ი ვ. ვ.-ს ძის განცხადება დაკმაყოფილდა, ქ.თბილისის კიროვის რაიონის მმაჩის რაიგანყოფილების 1979 წლის 6 აგვისტოს ¹39 სააქტო ჩანაწერში ტ-შვილი შ. ვ.-ს ძის გვარის, სახელის, მამის სახელის შეცვლაზე შეტანილ იქნეს ცვლილება “ვა.-ს” ნაცვლად ჩაიწერა “ვ.”. შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს სსრ კასპის რაიონის კოდისწყაროს სს მაჩჩის რესპუბლიკური არქივის მიერ ¹5 1942 წლის 1 აპრილის ჩანაწერში, ნაცვლად “ვა.-ს” ნაცვლად მიეთითა “ვ.”.

ვ. ტ-ის წარმომადგენელმა ა. ტ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ვ. ტ-ის (წარმომადგენელი ა. ტ-შვილი) დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან ოცი დღის ვადა რესპუბლიკა ჩრდილო ოსეთის-ალანიის ქ.ვლადიკავკაზის პრომიშლენი რაიონის 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ცნობისა და მინდობილობის წარმოსადგენად, ხოლო ვ. ტ-ის წარმომადგენლ ა. ტ-შვილს იმავე ვადაში დაევალა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება ვ. ტ-ის წარმომადგენელ ა. ტ-შვილს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 12 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში შუამდგომლობის ავტორს მითითებული ხარვეზები არ გამოუსწორებია და საკასაციო პალატისთვის არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს (ს.ფ.9).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც ხსენებული შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284 მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ტ-ის (წარმომადგენელი ა. ტ-შვილი) შუამდგომლობა დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.