ას-1233-1083-2010 28 თებერვალი, 2011 წელი
q. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი _ ნ. ხ-შვილი (წარმომადგენელი რ. შ-ძე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ რ. ღ-ელი, ნ. გ-ძე
მესამე პირები _ მ. შ-შვილი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 25 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ. და ზ. ხ-შვილებმა მოპასუხეების _ ნ. გ-ძის და რ. ღ-ელის, მესამე პირების _ მ. შ-შვილისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა. ნ. გ-ძეს, რ. ღ-ელსა და მ. შ-შვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა 90 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; ბ. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება მიწის ნაკვეთის დასახელებული ფართის ნაწილში (ს.ფ. 2-11).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. და ნ. ხ-შვილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 113-120).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ზ. ხ-შვილებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (ს.ფ. 130-148).
2010 წლის 27 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ. და ნ. ხ-შვილების წარმომადგენელმა რ. შ-ძემ. განმცხადებელმა მოითხოვა ქობულეთში, ... ქ.¹4-ში მდებარე, იპოთეკით დატვირთულ სადავო მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და საჯარო რეესტრის სამსახურისათვის აღნიშნული ქონების გასხვისების აკრძალვა (ს.ფ. 171-172).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ნ. და ზ. ხ-შვილების განცხადება დაკმაყოფილდა, მათი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ.ქობულეთში, ... ქ.¹4-ში ნ. გ-ძისა და რ. ღ-ელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან 90 კვ.მ მიწის ნაკვეთს (უძრავი ქონების მახასიათებლები: ქობულეთი 20, სექტორი _ ქ.ქობულეთი 12, კვარტალი _ 03, ნაკვეთი 660) (ს.ფ. 182-186).
სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ნ. გ-ძემ, რომლებმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ს.ფ. 216-217).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ზ. და ნ. ხ-შვილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 245-255).
ამავე სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ძის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აგვისტოს განჩინება, ყადაღა მოეხსნა ქ.ქობულეთში, ... ქ.¹4-ში ნ. გ-ძისა და რ. ღ-ელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან 90 კვ.მ მიწის ნაკვეთს (უძრავი ქონების მახასიათებლები: ქობულეთი 20, სექტორი _ ქ.ქობულეთი 12, კვარტალი _ 03, ნაკვეთი 660).
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი ინიციატივით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის გათვალისწინებით, საჩივრის ავტორის ნ. გ-ძის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო (ს.ფ. 258-262).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ნ. ხ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ს.ფ. 270-274).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ნ. ხ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა (ს.ფ. 290-294).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. და ნ. ხ-შვილების სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინებით საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი თავისთავად გამორიცხავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან სარჩელის იურიდიული ბედი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო სადავო უძრავ ქონებას _ გადაწყვეტილია, კერძოდ, ნ. ხ-შვილს სასამართლო გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თუნდაც არ ყოფილიყო გაუქმებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, საკასაციო სასამართლო თავად იქნებოდა უფლებამოსილი თავისი გადაწყვეტილებით გაეუქმებინა ეს ღონისძიება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს წარმოდგენილ საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ხ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.