ას-38-33-2011 10 მარტი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ. წ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ც-ძე, დ. თ-შვილი, დ. ქ-ძე, ზ. გ-ძე, რ. ბ-ელი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 3 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ. წ-ძემ და მოითხოვა საარბიტრაჟოO გადაწყვტეილების გაუქმების მოთხოვნით მომავალში აღსაძრავი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე შემდეგი საფუძვლებით: განმცხადებლის განმარტებით, ქ. თბილისში, ... ქ. ¹19-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 2007 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ. კ-ავას განკარგულების (¹01/29-37) შესაბამისად, გადავიდა გ. ც-ძის, დ. თ-შვილის, დ. ქ-ძის, ზ. გ-ძისა და რ. ბ-ელის თანასაკუთრებაში. აღნიშნულ პირებზე მოცემული უძრავი ქონების საკუთრების უფლებით გადასვლის საფუძველი გახდა განმცხადებლისა და ამჟამინდელ თანამესაკუთრეებს შორის არსებული სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც წარმოშობილი დავა გადაეცა არბიტრაჟს. არბიტრაჟმა გამოიტანა არსებითად უკანონო გადაწყვეტილებები, რის გამოც აპირებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე სარჩელის შეტანას თავისი კანონიერი უფლებების დასაცავად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მ. წ-ძემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1-ე, 192.1-ე, 198.1 მუხლების შესაბამისად, მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, (მის: ქ. თბილისში, ... ქ. ¹19, ბინა ¹50, 96.00 კვ.მ საკადასტრო კოდი: …...) ყადაღის დადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მ. წ-ძის განცხადება, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა მ. წ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მ. წ-ძის საჩივარი ამავე სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. წ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2009 წლის 29 ივნისის კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა ცალკე XIV3 თავი _ «არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებანი», რომლის 356.12 მუხლით დადგინდა, რომ არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «არბიტრაჟის შესახებ» 2009 წლის 19 ივნისის კანონის 42-ე მუხლის დანაწესი საპროცესო სამართლის ნორმას წარმოადგენს და, შესაბამისად, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, მხედველობაშია მისაღები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით დადგენილი სამოქალაქო საპროცესო ნორმების მოქმედების პრინციპი. მითითებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამდენად, კანონმდებელი განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედებას დროში, საიდანაც გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ახალი კანონი, დამოუკიდებლად იმისა, საქმის განხილვა დაიწყო თუ არა ძველი საპროცესო კანონმდებლობის მოქმედების პირობებში. ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ახალი კანონმდებლობის ამოქმედების პირობებში უნდა განხორციელდეს, შესრულდება არა ძველი, არამედ ახალი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35624 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟოO გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის დასაშვებობის შესახებ განხილვისა და გადაწყვეტილების პროცედურები განსაზღვრულია «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 42-ე მუხლით, რომლითაც არ არის გათვალისწინებული საჩივრის წინასწარი უზრუნველყოფა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების გზით. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს საჩივრის უზრუნველყოფის სპეციალურ დანაწესს, რომლის მიხედვით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვისას, სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობისა და საპასუხო უზრუნველყოფის პირობებში, შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება არაუმეტეს 30 დღით. («არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილი), იგივე დანაწესს შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35624 მუხლის ნაწილიც.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში სრულიად ასაბუთებს მ. წ-ძის განცხადების დაუსაბუთებლობას, რის გამოც მისი მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. წ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.