Facebook Twitter

ას-608-570-2010 25 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ მ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. ს-აია

გასაჩივრებული განჩინებები _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ძემ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ფ. ს-აიას მიმართ ქ.ზუგდიდში, ... ქ¹40/2-ში მდებარე ფ.ს-აიას სახელზე რეგისტრირებულ ბინა ¹13-ზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ ყადაღის გამოყენების მოთხოვნით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებით მ. მ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა, განმცხადებელს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ზუგდიდში, ... ქ¹40/2-ში მდებარე ფ.ს-აიას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.

რაიონული სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა მ.მ-ძემ.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინებით მ.მ-ძის სარჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის ¹2/ბ-282-2010 განჩინებით მ. მ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა მ.მ-ძემ, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის ¹2/ბ-282-2010 და 2/ბ-278-2010 განჩინებების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ზემოაღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ.მ-ძის საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა ამავე სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინებით და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის ¹2/ბ-282-2010 განჩინებით მ. მ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. დასახელებული ნორმა იმპერატიულ ნორმათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ადგენს, რომ ზემდგომი სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 30 აპრილს განიხილა რა მ.მ-ძის საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე, აღნიშნულ საქმეზე მიღებული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს საბოლოოს და მისი შემდგომი გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით არ დაიშვება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. მ-ძის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის ¹2/ბ-282-2010 განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.

რაც შეეხება საჩივრის ავტორის მეორე მოთხოვნას _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის ¹2/ბ-278-2010 განჩინების გაუქმებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული განჩინების კანონიერების საკითხი საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან ¹ას-608-570-2010 სამოქალაქო საქმე საკასაციო სასამართლოს გადმოეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილს ¹2/ბ-282-2010 განჩინებაზე მ.მ-ძის საჩივრის განსახილველად, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განიხილოს იმ გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერება, რომელიც მისთვის განსახილველად გადაცემული საქმის შემადგენელ პროცესუალურ დოკუმენტს არ წარმოადგენს, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის ¹2/ბ-278-2010 განჩინების გასაჩივრების ნაწილში მ.მ-ძის საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 420-ე, 419-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ძის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის ¹2/ბ-282-2010 და 2010 წლის 30 აპრილის ¹2/ბ-278-2010 განჩინებებზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.