ას-609-571-10 28 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. მ-ძის საჩივარი (თავისი შინაარსით კერძო საჩივარი) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.P პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2010 წლის 4 მარტს მ. მ-ძენ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ფ. ს-აიას სახელზე რეგისტრირებულ ბინას მდებარე ზუგდიდი, ... ქუჩა ¹40/2. სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველი.
2010 წლის 15 მარტს სასამართლოს საჩივრით მიმართა მ. მ-ძემ და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინების გაუქმება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინებით მ. მ-ძის საჩივარი ამავე სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინება.
აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. მ-ძის საჩივარი (თავისი შინაარსით კერძო საჩივარი) უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, მ. მ-ძე საჩივრით (თავისი შინაარსით კერძო საჩივარი) ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით მ. მ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამდენად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი (თავისი შინაარსით კერძო საჩივარი) დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ძის საჩივარი (თავისი შინაარსით კერძო საჩივარი), როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.