Facebook Twitter

ას-695-651-2010 03 აგვისტო, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – მ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ლ-ძე, რ. ლ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ი. და რ. ლ-ძეების სარჩელი მ. გ-ძის მიმართ, თანხის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელ ფართზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოსარჩელეებს მ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრათ 7200 ლარის გადახდა, ზემოთაღნიშნული თანხის მ. გ-ძისათვის გადახდის შემდეგ ი. ლ-ძე და რ. ლ-ძე ცნობილ იქნენ ქ.ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე, მათ სარგებლობაში მყოფი 18.09 კვ.მ ფართის მესაკუთრედ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2010 წლის 9 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ი. ლ-ძის წარმომადგენელმა ჯ. ქ-შვილმა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მიერ ი. ლ-ძის სადავო ფართიდან გამოსახლების შეჩერება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით ი. ლ-ძის წარმომადგენელ ჯ. ქ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ბათუმის შინაგან საქმეთაA სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მიერ მოპასუხე ი. ლ-ძის გამოსახლება ქ.ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე სადავო ფართიდან.

2010 წლის 17 ივნისს მ. გ-ძის წარმომადგენელმა გ. ს-ძემ საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ამავე სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეების _ ი. და რ. ლ-ძეების სარჩელი, უძრავი ქონების მესაკუთრისათვის ქონების ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ მათ მიერ დაკავებული, ქ.ბათუმში, ... ქ.¹22-ში მდებარე 18.09 კვ.მ ფართის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინებით მ. გ-ძის წარმომადგენელ გ. ს-ძის საჩივარი ამავე სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა მ. გ-ძის წარმომადგენელ გ. ს-ძის საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ი. და რ. ლ-ძეების სარჩელი მ. გ-ძის მიმართ, თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ ფართზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა ი. ლ-ძის განცხადება და შეჩერდა ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მიერ მისი სადავო ფართიდან გამოსახლება.

დადგენილია ასევე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და მოსარჩელეთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ შესულა კანონიერ ძალაში, ვინაიდან არ გასულა მისი საკასაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.

საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იყო მიღებული სადავო უზრუნველყოფის ღონისძიება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან მხოლოდ ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ვერ გახდება უზრუნველყოფის ღონისიების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. გ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.