Facebook Twitter

¹ას-998-1031-2011 27 ივნისი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ე. ნ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ო-ძე, თ. გ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება

Aა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ნ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ძისა და მ. ო-ძის მიმართ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. მან მიუთითა, რომ 2002 წლის 14 მაისს, თ. გ-ძესა და ვ. ო-ვას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო ქ. ქუთაისში, ... ქ.¹18/12-ში მდებარე ბინა (ერთი ოთახი ფართით 20.60 კვ.მ.). გამყიდველის – ვ. ო-ვას ავადმყოფობისა და შემდგომში მისი გარდაცვალების გამო უძრავი ქონების მყიდველისათვის – თ. გ-ძისათვის გადაფორმება ვერ მოხერხდა, რაც გახდა საფუძველი მისი ქ. ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისადმი სასარჩელო განცხადებით მიმართვისა, რომელმაც განიხილა სასარჩელო განცხადება და დააკმაყოფილა იგი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, თ. გ-ძე ცნობილ იქნა ქ. ქუთაისში, ... ქ.¹18/12-ში მდებარე ბინის (ფართი 20.60 კვ.მ.) მესაკუთრედ და აღირიცხა საჯარო რეესტრში.

ვ. ო-ვას ჰყავდა მეორე რიგის ორი მემკვიდრე ე. ნ-შვილი და მ. ო-ძე. ე. ნ-შვილის მიერ ვ. ო-ვას დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღება მოხდა 2008 წლის 20 ივნისს და სამკვიდრო მოწმობა გაიცა უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში ... ქ. 1-ლი ¹9/11-ში. მოსარჩელე უთითებს რომ, ვინაიდან ის იყო ვ. ო-ვას კანონისმიერი მემკვიდრე და დავის განხილის პერიოდში მას ფაქტობრივად ჰქონდა მიღებული სამკვიდრო, არბიტრაჟს გადაწყვეტილება საქმეში მისი მონაწილების გარეშე არ უნდა მიეღო, რის გამოც, როგორც მოსარჩელე აღნიშნავს დარღვეულ იქნა 2006 წლისათვის მოქმედი “კერძო არბიტრაჟის” შესახებ კანონის პირველი მუხლის მოთხოვნა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ ე. ნ-შვილს არანაირი უფლება არა აქვს სადავო გახადოს ქუთაისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილება. ვ. ო-ვა გარდაიცვალა 2003 წელს და მისი სამკვიდრო მიიღო მ. ო-ძემ. აქედან გამომდინარე, საარბიტრაჟო დავის განხილვის დროს ე. ნ-შვილის მხარე არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან მოცემული საკითხი არ ეხებოდა მის ინეტერესებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ნ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კანომდებლობას. არბიტრაჟის მიერ არ დარღვეულა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მხარეთა შეთანხმებით ან კანონით დადგენილი წესები და საქმესთან დაკავშირებით არბიტრაჟის წევრს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. პალატამ აღნიშნა, რომ ე. ნ-შვილმა სამკვიდრო მოწმობა ვ. ო-ვას დანაშთ ქონებაზე მიიღო 2008 წლის 20 ივნისს და ამ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მემკვიდრედ აღიარებულ პირს არბიტრაჟი 2006 წლის 20 დეკემბერს საქმის განხილვაზე ვერ მიიწვევდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-შვილმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ ე. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არბიტრჟთან დაკავშირებული საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქარათველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

“არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმეებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ განიხილავს სააპელაციო სასამართლო.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს არა აქვს შესაძლებლობა საკასაციო წესით განიხილოს ზემოთ მითითებული კატეგორიის საქმეები თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკასაციო საჩივრით მხარეების და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების მიერ. ეს ნორმა გამოიყენება მხოლოდ სასარჩელო წარმოების წესით განხილულ საქმეების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, კი საქმე გვაქვს განსაკუთრებულ წარმოებასთან, რომლის მარეგულირებელი ნორმები სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითებას საერთოდ არ შეიცავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი მსგავსი კატეგორიის საქმეებში საკასაციო სასამართლოს ჩარევას არ ითვალისწინებს და დაუშვებლად მიიჩნევს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ე. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლითა და 35613-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.