ას-571-879-09 20 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სუხლანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. მ-ძის წარმომადგენლის თ. წ-ელის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის ¹ას-571-879-09 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინება;
ნ. მ-ძის წარმომადგენელმა თ. წ-ეელმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა აღნიშნულ განჩინებაში უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ განჩინების აღწერილობით ნაწილში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, არასწორად არის მითითებული ნ. მ-ძის საცხოვრებელი ბინის მისამართი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა ნ. მ-ძის წარმომადგენლის თ. წ-ელის განცხადების შინაარსის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საკასაციო პალატის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინების აღწერილობით ნაწილის მეორე აბზაცის სიტყვები “ქ. თბილისში, ... ¹42 კორპუსში მდებარე ¹8 ბინას” უნდა შეიცვალოს სიტყვებით “ ქ. თბილისში, ... ¹42 კორპუსში მდებარე ¹68 ბინას”.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. მ-ძის წარმომადგენლის თ. წ-ელის განცხადება დაკმაყოფილდეს;
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის ¹ას-571-879-09 განჩინებაში დაშვებული უსწორობა. განჩინების აღწერილობითი ნაწილის მეორე აბზაცის სიტყვები “ქ. თბილისში, ¹42 კორპუსში მდებარე ¹8 ბინას” შეიცვალოს სიტყვებით “ქ. თბილისში, ... ¹42 კორპუსში მდებარე ¹68 ბინას”.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.