Facebook Twitter

ა-2661-ა-38-05 13 მარტი,Y2007Yწელი ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით სს “.. ..” დირექტორის ვ. შ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლს 16 სექტემბრის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 258-263).

საკასაციო პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებაში დაშვებულია შემდეგი უსწორობა: განჩინების შესავალ ნაწილში მითითებული “შემადგენლობა: მ. გ-ი (თავმჯდომარე), მ. ც-ე (მომხსენებელი), ნ. კ-ი” ნაცვლად მითითებულია “შემადგენლობა: მ. ს-ი (თავმჯდომარე), მ. ც-ე (მომხსენებელი), ნ. კ-ი” (ს.ფ. 258). სასამართლომ თავისი ინიციატივით განიხილა აღნიშნული უსწორობის გასწორების საკითხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლოს განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად სასამართლო თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგნაირად: განჩინების შესავალ ნაწილში მითითებული “შემადგენლობა: მ. ს-ი (თავმჯდომარე), მ. ც-ე (მომხსენებელი), ნ. კ-ი” ნაცვლად უნდა მიეთითოს “შემადგენლობა: მ. გ-ი (თავმჯდომარე), მ. ც-ე (მომხსენებელი), ნ. კ-ი”

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობა გასწორდეს და ს.ფ. 258-ზე მითითებული სიტყვები: “შემადგენლობა: მ. ს-ი (თავმჯდომარე), მ. ც-ე (მომხსენებელი), ნ. კ-ი” შეიცვალოს სიტყვებით “შემადგენლობა: მ. გ-ი (თავმჯდომარე), მ. ც-ე (მომხსენებელი), ნ. კ-ი”.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.