Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ა-3037-05 27 სექტემბერი, 2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ...» დირექტორ ნს-ოვის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 13 ივლისის განჩინებით სს ...» გენერალურ დირექტორ თ.ბ-ძესა და ს.ჯ-ევას შორის დამტკიცდა მორიგება. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება და შეწყდა საქმის წარმოება. მოცემულ საქმეზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2004წ. 19 ივლისს.

ამავე პალატის 2006წ. 17 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა სს ...» განცხადება და დადგენილ იქნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 13 ივლისის განჩინებაზე გაიცეს სააღსრულებო ფურცელი და მასში სს ...» ნაცვლად მიეთითოს სს ...».

სს ...» დირექტორმა ნ.ს-ოვმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე პალატის 2006წ. 17 აპრილის განჩინების შესრულება და 2001წ. 13 ივლისის განჩინებაზე ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სს ...» დირექტორი ნს-ოვის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 13 ივლისის განჩინებაზე უნდა გაიცეს საასრულებო ფურცელი.

მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 17 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა სს ...» განცხადება და დადგენილ იქნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 13 ივლისის განჩინებაზე გაიცეს სააღსრულებო ფურცელი და მასში სს ...» ნაცვლად მიეთითოს სს ...», მაგრამ 2006წ. 29 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში აისახა მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 17 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი; უშუალუდ საკასაციო პალატის 2001წ. 13 ივლისის განჩინებაზე კი სააღსრულებო ფურცელი არ გაცემულა. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი უშუალოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 13 ივლისის განჩინებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 2671-ე, 284-ე, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს ...» დირექტორის ნ.ს-ოვის განცხადება დაკმაყოფილდეს;

გაიცეს სააღსრულებო ფურცელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 13 ივლისის განჩინებაზე; ამ განჩინებაში სს ...» ნაცვლად მიეთითოს სს ...»;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.