საქმე # 330141221004284826
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1101-21 30 მარტი, 2021 წელი
გ. ვ., 1101-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ვ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ვ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით. სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ვ. გ-ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა: საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ვ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან 1 (ერთი) წელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე ასევე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის - 150 საათის ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეუსრულებლობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით შეცვლილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი და ასევე საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ ვ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი და საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლით.
ü თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ვ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ვ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესეულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან 1 (ერთი) წელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატა წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის - 150 საათის ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეუსრულებლობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით შეცვლილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი; ასევე, ჩამოერთვა საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება 1 (ერთი) წლით.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდნაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა კი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი და საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 იანვრის განაჩენით ვ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 180 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
- საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი;
- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
- საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ვ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2019 წლის 29 ივლისიდან.
ü თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის N1ბ/324-20 განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ვ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, ვ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 180 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით;
- საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი;
- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით;
- საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი, ასევე, მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. ვ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 29 ივლისიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით ვ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
- საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
- საქარველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი;
- საქარველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისთვის დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ვ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რომლის ათვლა დაეწყო 2020 წლის 23 იანვრიდან.
ü თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის N... განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ვ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, ვ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით - ჩაეთვალა პირობით;
- საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით - ჩაეთვალა პირობით;
- საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი;
- საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისთვის დანიშნული თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ვ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით - ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, ვ. გ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი და საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორცილების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლით.
ვ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2020 წლის 23 იანვრიდან.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ვ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ვ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით;
- საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარი;
- საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის №1ბ/1806-19 განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წელი, 9 თვე და 13 დღე, პირობითად ჩათვლილი სასჯელი - 2 წელი და დამატებითი სასჯელი, ჯარიმა - 2000 ლარი და საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევა 1 წლით. ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის №1ბ/708-20 განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 1 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, პირობითად ჩათვლილი სასჯელი - 3 წელი და დამატებითი სასჯელი, ჯარიმა - 2000 ლარი და საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევა 1 წლით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის №1ბ/324-20 განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 7 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა და პირობითად ჩათვლილი სასჯელი - 3 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ვ. გ-ს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე;
ვ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადებიდან - 2020 წლის 22 დეკემბრიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის №1ბ/324-20 განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2019 წლის 29 ივლისიდან 2019 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის №1ბ/1806-19 განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2019 წლის 4 ოქტომბრიდან 2020 წლის 22 იანვრის ჩათვლით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის №1ბ/708-20 განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2020 წლის 23 იანვრიდან 2020 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.
6. 2021 წლის 20 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ვ. გ-ს პირადი საქმე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. გ-ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
8. მსჯავრდებული ვ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე, რადგან იგი ამ განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი. ამასთან, მსჯავრდებულის განმარტებით, მას ყველა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული აქვს, რაც ასევე უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვ. გ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რომლის ჩადენის დროსაც იგი იყო ნასამართლობის არმქონე პირი. ამასთან, მსჯავრდებულმა წარმოადგინა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი, შპს „ფრესკო ნიუ სტანდარტის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის თანხმობა, რომ ვ. გ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და რომ მათთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია.
4. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვ. გ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და მას უნდა გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვილი ჰქონდა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 (ორი) წლით გამოსაცდელი ვადით.
5. ამავე განაჩენით მას დამატებითი სასჯელების სახით შეფარდებული ჰქონდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით და საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა - 1 (ერთი) წლით. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეუსრულებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით ეს სასჯელი შეეცვალა - 2000 (ორი ათასი) ლარი ჯარიმით. ჯარიმის სახით განსაზღვრულ სასჯელზე კი სასჯელის შემცირება არ ვრცელდება, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის 1-ლო პუნქტის თანახმად, სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ამასთან, მას უნდა გაუნახევრდეს დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული სასჯელი - საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლით და აღნიშნული უფლება უნდა ჩამოერთვას 6 (ექვსი) თვით.
6. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მითითებული შეღავათის გავრცელება გავლენას ვერ მოახდენს ვ. გ-ს მიმართ საბოლოოდ დანიშნულ სასჯელზე, ვინაიდან ამ განაჩენით განსაზღვრული სასჯელი სრულად აქვს შთანთქმული ვ. გ-ს მიმართ ბოლო - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს.
7. რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ. გ-ს მიმართ სხვა განაჩენებით დანიშნულ სასჯელებს, მათ მიმართ არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ ვრცელდება ზემოაღნიშნული კანონი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის №1ბ/324-20 განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის №1ბ/708-20 განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დროს იგი იყო ნასამართლევი. ამასთან, ზემოაღნიშნული კანონი ასევე არ ვრცელდება არც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა (თაღლითობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) და არც - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაულებისათვის (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის), დანაშაულთა ერთობლიობით - ერთიანი სასჯელების სახით განსაზღვრულ სასჯელებზე.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ. გ-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება გაუქმდეს;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. მსჯავრდებულ ვ. გ-ს გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 (ორი) წლით გამოსაცდელი ვადით. მასვე გაუნახევრდეს ამავე განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული სასჯელი - საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლით და აღნიშნული უფლება ჩამოერთვას 6 (ექვსი) თვით. ამავე განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეუსრულებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით შეცვლილი სასჯელი - 2000 (ორი ათასი) ლარი ჯარიმა - დარჩეს უცვლელად;
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი საბოლოოდ სრულად აქვს შთანთქმული ვ. გ-ს მიმართ ბოლო - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, რისი გათვალისწინებითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენი (როგორც დანაშაულთა, ისე განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელისა და სხვა ნაწილში) დარჩეს უცვლელად.
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი