Facebook Twitter

საქმე # 820140021004273897

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1201-21 1 მარტი, 2021 წელი

ო–ე მ., 1201-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ო–ს საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის განაჩენით მ. ო–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262–ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულებაში უნდა მოიხადოს 12 წელი, ხოლო 3 წელი - ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულებაში უნდა მოიხადოს 12 წელი, ხოლო 3 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და 64-ე მუხლიდან გამომდინარე, გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 4 წელი. მ. ო–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 4 სექტემბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

2. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ო–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით: ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ო–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განახევრდეს, რის შემდეგაც მას მოსახდელად დარჩეს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ მ. ო–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

მსჯავრდებულ მ. ო–ეს საბოლოოდ მოსახდელი დარჩეს დამატებითი სასჯელები, ასევე ძირითადი სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულებაში უნდა მოიხადოს 12 წელი, ხოლო 3 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლიდან გამომდინარე, გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 4 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 4 სექტემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ო–ემ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მსჯავრდებულ მ. ო–ს მიმართ სწორად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რის შედეგადაც გაუნახევრდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის განაჩენით მ. ო–ე ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული ქმედების მიმართ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ან დანიშნული სასჯელის შემცირება/ უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, არ არის გათვალისწინეული „ამნისტიის შესახებ“ 2021წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით

4. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2021წლის 11 იანვრის კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებლის მიერ დანაშაულთა შემადგენლობების განსაზღვრა განხორციელდა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. ამიტომ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ შემთხვევების მიმართ, რაც კანონით არ არის პირდაპირ გათვალისწინებული. (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ო–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე