Facebook Twitter

საქმე # 330141221004288484

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1221-21 5 მარტი , 2021 წელი

პ–ო ა. 1221-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. პ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ა. პ–ო ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩამოერთვა ამ კანონში მითითებული უფლებები. ა. პ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 10 მარტიდან.

2. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. პ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით:

- ა. პ–ო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნტით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდა;

- მსჯავრდებულ ა. პ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა 7 წლით

თავისუფლების აღკვეთა;

- ა. პ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

- ა. პ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 10 მარტიდან.

- განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. პ–მ მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა.

5. ა. პ-ს პირადი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2021წლის 2 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს: იმ პირთან მიმართებით, რომელსაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი განესაზღვრა დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების საკითხი უნდა შეფასდეს თითოეული დანაშაულისა და სასჯელისთვის ცალ-ცალკე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის N72I -21 განჩინება).

3. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ა. პ–ს სასჯელი განესაზღვრა დანაშაულთა ერთობლიობით, შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატა თითოეულ დანაშაულსა და სასჯელზე იმსჯელებს ცალ-ცალკე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ა. პ–ს მსჯავრი დაედო:

- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვისთვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა, შენახვისთვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

- დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვისთვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

- ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

8. ზემოაღნიშნული ნორმების მხედველობაში მიღებით, ა. პ–ს ¼-ით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მას აღნიშნულისთვის დაენიშნა ერთიანი სასჯელი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში. ა. პ–ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით.

9. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი−მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული, ამდენად, კანონიერია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ა. პ–ს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნტით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლების ნაწილში.

10. ამასთან, საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე, ვინაიდან ა. პ–ო მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობისთვის.

11. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. პ–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რა დროსაც უფრო მკაცრი (საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 6 წლით თავისუფლების აღკვეთა) სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას) და მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. პ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3. ა. პ–ო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნტით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდეს;

4. ა. პ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. ა. პ–სთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩეს უცვლელად;

6. უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

7. ა. პ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 10 მარტიდან.

8. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

9. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე