Facebook Twitter

საქმე # 330141221004287841

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1321-21 30 მარტი, 2021 წელი

კ. ხ., 1321-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. კ-ს იტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ხ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 100 (ასი) საათით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ხ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) საათით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით შეეცვალა 500 (ხუთასი) ლარი ჯარიმით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ხ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი და 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლით გამოსაცდელი ვადით. ხ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 26 აგვისტოდან.

3. 2021 წლის 20 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ხ. კ-ს პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. კ-ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

5. მსჯავრდებულ ხ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ფ. საჩივრით ითხოვს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ხ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისა და ჯარიმა - 500 ლარის განახევრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამნისტია.

3. ხ. კ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მითითებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს იგი არ იყო ნასამართლევი. ამასთან, დაცვის მხარემ წარმოადგინა მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი სს „ფუდმარტის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის თანხმობა, რომ ხ. კ-ს მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და რომ მათთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია.

4. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხ. კ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და მას უნდა გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და განესაზღვროს - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით მას დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათით, რომელიც მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით შეეცვალა 500 (ხუთასი) ლარი ჯარიმით, მაგრამ მას დანიშნული ჯარიმა ვერ გაუნახევრდება, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

5. ამასთან, ხ. კ-სათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინა სასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით და მას სასჯელი შეეფარდა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად - განაჩენთა ერთობლიობით, რისი გათვალისწინებითაც, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს შემდეგი სახით:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ხ. კ-ს სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 500 ლარი და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წელი უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით გამოსაცდელი ვადით. ხ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს - 2019 წლის 26 აგვისტოდან.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ხ. კ-ს იტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება გაუქმდეს;

3. ხ. კ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინა სასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ხ. კ-ს სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა - 500 ლარი და 4 (ოთხი) წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით გამოსაცდელი ვადით;

6. ხ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 26 აგვისტოდან;

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი