Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1268-1072-კ-04 27 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე, ნ. ქადაგიძე

სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 260-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. ი-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.09.05წ. ¹-1268-1072-კ-04 განჩინებაში და 19.09.05წ. ¹-1268-128-კს-04 ცვლილების შეტანის თაობაზე.

სასამართლომ გამოარკვია:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას განცხადებით მომართა თ. ი-მა და მოითხოვა 19.05.05წ. ¹-1268-1072-კ-04 და 19.05.05წ. ¹1268-1-72-კს-04 განჩინებებში დაშვებული უსწორობის შესწორება. კერძოდ, ნაცვლად შეცდომით მითითებული თ. ი-ისა, თ. ი-ის მითითება.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ თიანეთის რაიონული სასამართლოს 30.05.02წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე დ. ს-ის კომლის წევრად რეგისტრაციის ბათილად ცნობისა და ს-ის სახელზე მისი საცხოვრებელი ბინის რეგისტაციის გაუქმების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებით. ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.05.05წ. განჩინებით. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თიანეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რაზეც მიიღო უარი იმ მოტივით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებასა და თიანეთის რაიონულ სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებულია, როგორც თ. ი-ი, მაშინ, როცა დაბადების მოწმობასა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით მისი სახელია თ. ი-ი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ თ. ი-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათ გამო:

სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო პალატის მიერ განხილულ საქმეში დ. ს-ის მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენდა თ. ი-ი. საკასაციო პალატის განჩინებებში მისი სახელის შეცდომით მითითება გამოწვეული იყო თავად პროცესის მონაწილის მიერ საპროცესო დოკუმენტების სახელით «თ. ი-ი» წარმოებამ, რომელიც არ შეესაბამება ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებულ მის სახელს. მითითებული უზუსტობა წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 19.05.05წ. ¹ბს-1268-1072-კ-04 და 19.05.05წ. ¹1268-1-72-კს-04 განჩინებებში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ, ნაცვლად «თ. ი-ისა» მითითებული უნდა იქნეს «თ. ი-ი».

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე პუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ი-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 19.05.05წ. ¹ბს-1268-1072-კ-04 და 19.05.05წ. ¹1268-1-72-კს-04 განჩინებებში შეტანილი იქნეს ცვლილება, კერძოდ, ნაცვლად «თ. ი-ისა» მითითებული იქნეს «თ. ი-ი»;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.