ბს-1268-843(კ-05) 10 ივლისი, 2006წ
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, თემურ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენიის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს ,,თ.-ი"
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური
მოპასუხეები – ნ. ნ.-ე, რ. ე.-ე, შპს «კ-ი», საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 14-15.07.05წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი – საზოგადოების სადამფუძნებლო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, მიწის ნაკვეთისა და მასზე მყარად განთავსებული შენობა-ნაგებობების რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა და ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა მოპასუხეების: შპს ,,თ.-ის", ნ. ნ.-ის, რ. ე.-ის, ,,კ.-ის” და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ 02.06.05წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 01.01.91წ.-დან 01.03.94წ.-მდე ქ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების უფროსმა 14.09.93წ. ,,კ.-თან”, საკუთარ თავთან, როგორც საზოგადოების დამოუკიდებელ პარტნიორთან და რ. ე.-ესთან ერთად დააფუძნა კულტურის ცენტრი შპს ,,გ”. შპს ,,გ.-ის” დამფუძნებელი ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, თბილისის სატრანსპორტო გაერთიანებამ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეიტანა მის ბალანსზე არსებული კულტურულ-სპორტული კომპლექსის შენობა-ნაგებობები თავისი ტერიტორიით, რომლის ნარჩენი საბალანსო ღირებულება საზოგადოების დაფუძნების დროს 152 389 632 კუპონით განისაზღვრა. მისმა შესატანმა საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 99,91%-ი შეადგინა. ,,კ.-მა” საწესდებო კაპიტალში 100 000 კუპონი და თავისი ინტელექტუალური პოტენციალი შეიტანა. მისმა შენატანმა საწესდებო კაპიტალის 0,066% პროცენტი შეადგინა. ნ. ნ.-მ საწესდებო კაპიტალში 15 000 კუპონი და თავისი ინტელექტუალური პოტენციალი შეიტანა. მისი წილი 0,01%-ით განისაზღვრა. რ. ე.-მ საზოგადოების კაპიტალში შეიტანა 20 000 კუპონი და თავის ინტელექტუალური პოტენციალი. მისმა წილმა საწესდებო კაპიტალის 0.013% შეადგინა. შპს ,,გ»-ის წესდება რეგისტრაციაში გატარდა დიდუბის რაიონის გამგეობის 20.10.93წ. ¹665 განკარგულებით. საზოგადოების მოგების 45% ეკუთვნოდა ქ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანებას, 55% - ,,კ-ს”, ხოლო რ. ე.-ისა და ნ. ნ.-ის მოგების წილი დადგინდებოდა საზოგადოების დამფუძნებელთა ურთიერთშეთანხმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 06.10.94წ. ¹23/21/472 დადგენილებით ქ.
დაკმაყოფილდა შპს ,,გ»-ის თხოვნა და კულტურულ- ეკონომიკური ცენტრის ,,თ.-ის» მოსაწყობად დაუმაგრდა სატრანსპორტო გაერთიანების მიერ დაკავებული ტერიტორიის ნაწილი შენობა-ნაგებობებით (სპორტული დარბაზები, კლუბები, სასადილო), მათი რეკონსტრუქციისა და ახალი შენობების აშენების ნებართვით. აღნიშნული დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალური საწარმო სატრანსპორტო კომპანია ,,თბილტრანსის”(რომელიც 10.02.94წ.-დან ქ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების უფლებამონაცვლე იყო) 24.01.95წ.¹1/7 ბრძანების საფუძველზე 02.02.95წ. ,,...-მა” შპს ,,თ.-ს” მიმდებარე ტერიტორიით ბალანსიდან ბალანსზე გადასცა ქ. თბილისში ...-ის ქ. ¹8-ში მდებარე კულტურულ-სპორტული დანიშნულების შენობა-ნაგებობები, მიმდებარე ტერიტორიით. აღნიშნული ქონების საწყისი საბალანსო ღირებულება 2 517 259 000 კუპონს შეადგენდა. მოსარჩელეთა განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტით ქონების ღირებულებად 4 635 000 კუპონი მიეთითა, რაც იმ დროისათვის 3,57 აშშ დოლარის ექვივალენტი იყო და რეალურად წარმოადგენდა არა გადაცემული ქონების საბალანსო ღირებულებას, რაც გადაცემულია ნულოვანი საბალანსო ღირებულებით, არამედ ამ ქონებასთან მიმდებარე ტერიტორიის, შესასვლელი ხეივნის ნარჩენ საბალანსო ღირებულებას. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ დიდუბის რაიონის გამგეობის 03.01.95წ. ¹3 განკარგულებით შპს ,,გ.-ს" წესდებაში ცვლილებები იქნა შეტანილი და საზოგადოებას შპს ,,თ.-ი” ეწოდა. ზემოაღნიშნულ ქონებას 1995 წლიდან შპს ,,თ.-ი” იყენებს სამეწარმეო მიზნით: ქონება გაცემული აქვს სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რაც დასტურდება საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის თემატური შემოწმების აქტით და მასზე დართული დოკუმენტაციით. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ტექნიკური აღნიცხვის ბიუროს მიერ 1996 წლის 27 და 29 მაისს შედგენილი ტექნიკური პასპორტის მიხედვით, ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹8-ში მდებარე ქონების მესაკუთრეა ქ. თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების ტრესტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების მიერ შპს ,,გ.-ს" საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საზოგადოების ქონებად არ დარეგისტრირებულა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მას არამართლზომიერად ფლობდა. 29.12.95წ., ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, შპს ,,თ.-ი” ხელახლა გატარდა რეგისტრაციაში. შპს «გ.-ის» დაფუძნებისას ქ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების მიერ შეტანილი 152 389 632 კუპონის ნარჩენი საბალანსო ღირებულება და ქ. თბილისში ...-ის ქ. ¹8-ში
მდებარე შენობა-ნაგებობები თავისი მიმდებარე ტერიტორიით ამჯერად საზოგადოების საწესდებო კაპიტალში აღარ ასახულა. ახალი წესდებით საზოგადოების კაპიტალს შეადგენს 1200 დოლარად შეფასებული 2 კონტეინერი. «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» 28.10.98წ. კანონის საფუძველზე შპს ,,თ.-ს” ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹8-ში მდებარე 9500 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მყარად განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე მიენიჭა კერძო საკუთრების უფლება. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹8-ში განთავსებული შენობა-ნაგებობები შპს ,,თ.-ის” მფლობელობაშია. საზოგადოების მოგება მის პარტნიორებზე შემდეგნაირად ნაწილდება: ნ. ნ.-ეს ეკუთვნის 15%, შპს «ი.-ს»-12,5%, ა. გ.-ს-11,5%, გ. მ.-ს-10%, შ. გ.-ს-9%, თ. ბ.-ს-9%, კ. ე.-ეს-7,5%, მ. ე.-ეს-7,5%, მ. მ.-ს-7%, «კ-ს» - 6%, გ. ბ.-ს-5%. შპს «თ.-ის» საწესდებო კაპიტალი ისევ 1200 აშშ დოლარის ექვივალენტის ღირებულების 2 კონტეინერია. მოსარჩელეთა აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ 1997წ. სამოქალაქო კოდექსი დავის საგნის მიმართ ახალ წესებს არ ადგენს, გამოყენებული უნდა იქნეს სადავო სამართალურთიერთობის Dდროს მოქმედი კანონმდებლობა. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 14.09.93წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულება არ შეესაბამება მისი დადების დროს მოქმედ კანონმდებლობას, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. ,,კ.-ისა” და ქ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების მიმართ ვრცელდებოდა ,,საქართველოს რესპუბლიკაში მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 16.09.92წ. ¹25 დეკრეტის მოქმედება. აღნიშნული დეკრეტის მე-8 მუხლის თანახმად, დაუშვებელი იყო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების პირთა სამეწარმეო საქმიანობა. 14.09.93წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულების მონაწილე ნ. ნ.-ე ქ. თბილისის სატრანსპორტო გარეთიანების უფროსი იყო, ხოლო რ. ე.-ე - ,,კ.-ის” დირექტორი, რის გამო მათი შესვლა საზოგადოების პარტნიორებად ეწინააღმდეგებოდა ზემოაღნიშნული დეკრეტის მე-8 მუხლს. მოსარჩელეების განცხადებით, სადავო ხელშეკრულება გაფორმებულია «სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ» 25.07.91წ. კანონის მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის თანახმად, საწარმოთა გაერთიანება არ წარმოადგენდა მასში შემავალი დამოუკიდებელი იურიდიული პირების ქონების მესაკუთრეს და შესაბამისად არ იყო უფლებამოსილი დამოუკიდებლად განეკარგა მათი ქონება. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 1964 წ. სამოქალაქო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება და თითოეული მხარე მოვალეა დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც გარიგებით მიიღო. ამასთან, ნ. ნ.-ემ და რ. ე.-ემ, როგორც გარიგებაში მონაწილე იურიდიული პირების ხელმძღვანელებმა, გარიგება დადეს საკუთარ თავთან, როგორც ფიზიკურ პირებთან, და ამით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით დააფუძნეს შპს «გ», რომლის მოგებიდანაც წლების მანძილზე იღებდნენ წილს. მოსარჩელეთა განმარტებით, 1993 წლიდან 1999 წლამდე ქონება საზოგადოების საკუთრებად არ დარეგისტრირებულა, რაც, მოსარჩელეთა აზრით, ,,საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის წესის შესახებ» საქართველოს მთავრობის 30.07.92წ. ¹774 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრაციის ბათილობის კიდევ ერთი საფუძველია. მოსარჩელეების განცხადებით, 1964წ. სამოქალაქო კოდექსის 49 მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს შემოსავალში უნდა ჩაირიცხოს ყველაფერი, რაც მათ გარიგებით მიიღეს. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ამავე კოდექსის 87-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება სახელმწიფო ორგანიზაციების მოთხოვნებზე სხვა პირების უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების დაბრუნებაზე, რის გამო მათი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის საერთო წესები არ უნდა გავრცელდეს.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ სადავო უძრავი ქონება შპს «თ.-ის « საკუთრებად პირველად 26.01.99წ. აღირიცხა. საკუთრების უფლების საფუძვლად მითითებულია «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» 28.10.98წ. კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 02.03.97წ. ¹57 განკარგულება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 06.10.94წ. ¹23.21.472 დადგენილება და თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 26.02.96წ. გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა. მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნული დოკუმენტებიდან არცერთი არ ადასტურებს საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის სისწორეს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 02.03.97წ. ¹57 განკარგულება საერთოდ არ ითვალისწინებს შპს ,,თ.-ისათვის» ქონების გადაცემას; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 06.10.94წ. ¹23.21.472 დადგენილებით განსაზღვრულია შპს «გ.-ისათვის» ...-ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის დამაგრების საკითხი; შესაბამისად, ქონების საჯარო რეესტრში შპს ,,თ.-ის» საკუთრებად აღრიცხვა, მოსარჩელეთა აზრით ეწინააღმდეგებოდა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» 28.10.98წ. კანონს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სზაკ-ის მე-60 მუხლი 1-ლი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერი. მოსარჩელეთა მითითებით, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია ასკ-ის 22-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან ადმინისტრაციულ აქტს ისინი საქართველოს კონტროლის პალატის თემატური შემოწმების 05.05.05წ. აქტის გაცნობის შემდეგ გაეცვნენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებმა შპს ,,გ.-ის» 14.09.93წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულების და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს ,,თ.-ის" საკუთრებად ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹8-ში მდებარე 3500 მ2 ფართის მიწის ნაკვეთისა (დაუზუსტებელი) და მასზე მყარად განთავსებული შენობა-ნაგებობების რეგისტრაციის ბათილად ცნობა, ქ. თბილისში ვ. ...-ის ქ. ¹8-ში მდებარე 9500 მ2 მიწის ნაკვეთის და მასზე მყარად განთავსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოსათვის დაბრუნება, მატერიალური ზიანის კომპენსაციის მიზნით მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის 2 000 000 ლარის სოლიდარულად დაკისრება და სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შპს «თ.-ის» ქონებისათვის ყადაღის დადება მოითხოვეს.
17.06.05წ. სასამართლო კოლეგიის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს ,,თ.-ის" სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, კერძოდ, ქ. თბილისში, ...-ის ქუჩა ¹8-ში მდებარე 9500 მ2 მიწის ნაკვეთსა და მასზე მყარად განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.
27.06.05წ. სასამართლო კოლეგიას კერძო საჩივრით მიმართა შპს ,,თ.-მა" და სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში 17.06.05წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა. სასამართლო კოლეგიის 01.07.05წ. განჩინებით შპს ,,თ.-ის" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლოს ადმისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 07.07.05წ. განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 17.06.05წ. და 01.07.05წ. საოქმო განჩინებები. სასამართლო კოლეგიის 13.07.05წ. განჩინებით უარი ეთქვათ შპს ,,კ.-2-ს» და შპს ,,თ. პლუს» საქმის განხილვაში მესამე პირის სტატუსით ჩაბმაზე იმ მოტივით, რომ მათ არ გააჩნდათ საკუთარი ქონება შპს ,,თ.-ის» საწესდებო კაპიტალში. სასამართლო კოლეგიის 14.07.05წ. განჩინებით უარი ეთქვა შპს ,,თ. კ.-ს" საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.08.05წ. განჩინებებით შპს ,,თ. კ.-ის", შპს ,,კ.-2-ის» და შპს ,,თ.-ი პლუსის» კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის 12.09.05წ. განჩინებებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 13.07.05წ. განჩინებები. შპს ,,თ.-ისა» და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით 12.07.05წ. შპს «თ. პლუსმა», ხოლო 14.07.05წ. შპს ,,თ. კ.-მა» მიმართეს სასამართლო კოლეგიას. კოლეგიის 13.07.05წ. და 14.07.05წ. განჩინებებით მოსარჩელეებს განესაზღვრათ ხარვეზის შევსების ვადა, რაც არ გამოსწორებულა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14,15.07.05წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,გ.-ის» 14.09.93წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს ,,თ.-ის" საკუთრებად ქ. თბილისში ...-ის ქ. ¹8-ში მდებარე 3500 მ2 ფართის მიწის ნგაკვეთისა (დაუზუსტებელი) და მასზე მყარად განთავსებული შენობა-ნაგებობების რეგისტრაცია, ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹8-ში მდებარე 9500 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე მყარად განთავსებული შენობა-ნაგებობები დაუბრუნდა სახელმწიფოს, დადგინდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სადავო ქონების მესაკუთრედ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს რეგისტრაცია. სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,გ.-ის” წესდება რეგისტრაციაში გატარდა დიდუბის რაიონის გამგეობის 20.10.93წ. ¹665 განკარგულებით. საზოგადოების მოგების 45% ეკუთვნოდა ქ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანებას, 55% - ,,კ.-ს”, ხოლო რ. ე.-ისა და ნ. ნ.-ის მოგების წილი დადგინდებოდა საზოგადოების დამფუძნებელთა ურთიერთშეთანხმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 06.10.94წ. ¹23/21/472 დადგენილებით ქ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების მიერ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონება მათი რეკონსტრუქციისა და ახალი შენობების აშენების ნებართვით დაუმაგრდა შპს ,,გ.-ს". 02.02.95წ. ,,...-მა” შპს ,,თ.-ს” მიმდებარე ტერიტორიით ბალანსიდან ბალანსზე გადასცა ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹8-ში მდებარე კულტურულ-სპორტული დანიშნულების შენობა-ნაგებობები მიმდებარე ტერიტორიით. აღნიშნული ქონების საწყისი საბალანსო ღირებულება 2 517 259 000 კუპონს შეადგენდა. ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის 03.01.95წ. ¹3 განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,გ.-ს" წესდების ცვლილება, რომლის შესაბამისად შპს ,,გ.-ს" შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,თ.-ი”. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ დღეის მდგომარეობით ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹8-ში განთავსებული შენობა-ნაგებობები შპს ,,თ.-ის” მფლობელობაშია. საზოგადოების მოგება მის პარტნიორებზე შემდეგნაირად ნაწილდება: ნ. ნ.-ეს ეკუთვნის 15%, შპს «ი.-ს»-12,5%, ა. გ.-ს-11,5%, გ. მ.-ს-10%, შ. გ.-ს-9%, თ. ბ.-ს-9%, კ. ე.-ეს-7,5%, მ. ე.-ეს-7,5%, მ. მ.-ს-7%, «კ»-6%, გ. ბ.-ს - 5%. შპს «თ.-ის» საწესდებო კაპიტალი ისევ 1200 აშშ დოლარის ექვივალენტის ღირებულების 2 კონტეინერია. სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს 1964წ. სამოქალაქო კოდექსის, «საკუთრების უფლების შესახებ» 15.07.93წ. კანონის, ,,საქართველოს რესპუბლიკაში მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 16.09.92წ. ¹25 დეკრეტის, «სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ» 25.07.91წ. კანონის საფუძველზე. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ 14.09.93წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა მისი დადების დროს მოქმედ კანონმდებლობას, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. ,,კ-ისა” და ქ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების მიმართ ვრცელდებოდა ,,საქართველოს რესპუბლიკაში მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 16.09.92წ. ¹25 დეკრეტის მოქმედება, რომლის მე-8 მუხლის თანახმად, დაუშვებელი იყო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების პირთა სამეწარმეო საქმიანობა. 14.09.93წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულების მონაწილე ნ. ნ.-ე ქ. თბილისის სატრანსპორტო გარეთიანების უფროსი იყო, ხოლო რ. ე.-ე - ,,კ.-ის” დირექტორი. ამ პირთა მონაწილეობა საზოგადოებაში დამფუძნებელთა სტატუსით ეწინააღმდეგებოდა ,,საქართველოს რესპუბლიკაში მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 16.09.92წ. ¹25 დეკრეტის მე-8 მუხლის მოთხოვნას. მითითებული დარღვევა არც მომავალში აღმოფხვრილა. კოლეგიის აზრით, სადავო ხელშეკრულება გაფორმებულია «სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ» 25.07.91წ. კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რომლის თანახმადაც, საწარმოთა გაერთიანება არ წარმოადგენდა მასში შემავალი დამოუკიდებელი იურიდიული პირების ქონების მესაკუთრეს და შესაბამისად არ იყო უფლებამოსილი დამოუკიდებლად განეკარგა მათი, ამ შემთხვევაში თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების ტრესტის ქონება. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება, თითოეული მხარე მოვალეა დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც გარიგებით მიიღო. ამასთან, მხარეებს - ნ. ნ.-სა და რ. ე.-ს შორის გარიგება დადებულია იმ მიზნით, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. კერძოდ, მითითებულმა პირებმა, როგორც გარიგებაში მონაწილე იურიდიული პირების ხელმძღვანელებმა, გარიგება დადეს საკუთარ თავთან, როგორც ფიზიკურ პირებთან და ამ გზით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით დააფუძნეს შპს «გ» და წლების განმავლობაში პირადად იღებდნენ დაფუძნებული საზოგადოების მოგებიდან წილს.
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ 1993 წლიდან 1999 წლამდე ქონება საზოგადოების საკუთრებად არ დარეგისტრირებულა, რაც, კოლეგიის აზრით, ,,საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის წესის შესახებ» საქართველოს მთავრობის 30.07.92წ. ¹774 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრაციის ბათილობის კიდევ ერთ საფუძველის წარმოადგენდა.
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ 1964წ. სამოქალაქო კოდექსის 49 მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს შემოსავალში უნდა ჩაირიცხოს ყველაფერი, რაც მათ გარიგებით მიიღეს. კოლეგიის აზრით, გამოთხოვას ექვემდებარებოდა შპს «გ»-ის 14.09.93წ. დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-3 პუნქტის 3.1 ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების მიერ შპს «გ-ში» შეტანილი გაერთიანების ქონება დღეის მდგომარეობით. აღნიშნულში იგულისხმება სადავო ქონების უკანონო ფლობით და სარგებლობით მიღებული მოგება, სადავო უძრავ ქონებაზე - გ. ...-ის ქ. ¹8-ში მდებარე 9500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე მყარად დამაგრებული შენობა-ნაგებობანი, რაც ამ მიწის განუყოფელი ნაწილია. სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 1994წ. სამოქალაქო კოდექსის 87-ე მუხლის მე-3 აბზაცის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება სახელმწიფო ორგანიზაციების მოთხოვნებზე სხვა პირების უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების დაბრუნებაზე, რის გამო მოცემული სასარჩელო მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის საერთო წესები არ უნდა გავრცელდეს.
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონება შპს «თ.-ის « საკუთრებად პირველად 26.01.99წ. აღირიცხა. საკუთრების უფლების საფუძვლად მითითებული დოკუმენტებიდან არცერთი არ ადასტურებს საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის სისწორეს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 02.03.97წ. ¹57 განკარგულება საერთოდ არ ითვალისწინებს შპს ,,თ.-ისათვის» ქონების გადაცემას; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 06.10.94წ. ¹23.21.472 დადგენილებით განსაზღვრულია შპს «გ-ისათვის» ...-ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის დამაგრების საკითხი; შესაბამისად, ქონების საჯარო რეესტრში შპს ,,თ.-ის» საკუთრებად აღრიცხვა, სასამართლო კოლეგიის აზრით, ეწინააღმდეგებოდა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» 28.10.98წ. კანონს. აღნიშნული მიზეზებით საჯარო რეესტრის ჩანაწერი, კოლეგიის აზრით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია ასკ-ის 22-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან ადმინისტრაციულ აქტს მოსარჩელეები საქართველოს კონტროლის პალატის თემატური შემოწმების 05.05.05წ. აქტის გაცნობის შემდეგ გაეცვნენ.
სასამართლო კოლეგიამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხეებისათვის მატერიალური კომპენსაციის მიზნით 2 მილიონი ლარის დაკისრების თაობაზე. კოლეგიამ მიუთითა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც დაადგენდნენ, რომ მოსარჩელეებმა განიცადეს მატერიალური ზიანი მითითებული თანხის ფარგლებში.
სასამართლო კოლეგიის განმარტებით, სასამართლო სათათბირო ოთახში გავიდა 14.07.05წ. 24 საათამდე, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდა 15.07.05წ. დაახლოებით 00.30 საათზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება 14-15.07.05წ. დაათარიღა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14,15.07.05წ. გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები წარმოადგინეს შპს ,,თ.-ის” წარმომადგენელმა გ. ს.-მ და ადვოკატმა გ. გ.-მ. 04.09.05წ. გ. გ.-მ სასამართლოს დამატებითი საკასაციო პრეტენზიებით მიმართა. საკასაციო პალატის 28.09.05წ. განჩინებით კასატორ შპს ,,თ.-ს» დაევალა გ. გ.-ის სახელზე გაცემული საკასაციო საჩივრის შეტანის სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის და ერთიანი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. შპს ,,თ.-ის» წარმომადგენელმა გ. ს.-მ და გ. გ.-მ 11.10.05წ. განცხადებით განმარტეს, რომ გ. გ.-ის წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი წარმოადგენდა არა საკასაციო საჩივარს, არამედ ვრცელ წერილობით განმარტებას საკასაციო საჩივარზე. 24.10.05წ. განჩინებებით შპს ,,თ.-ის» წარმომადგენელ გ. ს.-ის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში, ხოლო გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. 12.10.05წ. ნ. ნ.-მ წერილობით განაცხადა უარი სასამართლო კოლეგიის 14.07.05წ. განჩინების გასაჩივრებაზე. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩამორთმეულ ქონებაზე პრეტენზია არ გააჩნია.
შპს «თ.-ის» საკასაციო საჩივარში კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილება გამოტანილია 15 და არა 14-15 ივლისს. გადაწყვეტილების დათარიღება 2 რიცხვით დაუშვებელია. კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების თარიღია მისი გამოცხადების დრო. კასატორი თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა ასკ-ის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილი. მოსარჩელეები წარმოადგენენ სახელმწიფოს და მათ სადავო აქტის თაობაზე მაშინვე უნდა სცოდნოდათ, ვინაიდან სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე არაფერი მომხდარა. კასატორის აზრით, არასწორია სასარჩელო მოთხოვნის მიმართ 1964წ. სკ-ის 87-ე მუხლის გამოყენება, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლა სულ მცირე ახალი სკ-ის ამოქმედების დღიდან უნდა დაიწყოს. კასატორის განცხადებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 06.10.94წ. ¹23.21.472 დადგენილების ასლში ...-ის ქუჩა ხელით ჩასწორებულია და მითითებულია გ. ტაბიძის ქუჩა. სასამართლო კოლეგია არ დაინტერესდა აღნიშნულით და არ გამოითხოვა დადგენილების დედანი და მისი მიღებისას გამართული სხდომის საოქმო ჩანაწერი. კასატრი უთითებს, რომ ქ. თბილისის მერიასა და შპს «თ.-ს» შორის 13.05.96წ. გაფორმებულია მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება, რომელიც საერთოდ არ გაითვალისწინა სასამართლო კოლეგიამ. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლო კოლეგიამ დაუსაბუთებლად უთხრა უარი დაინტერესებულ პირებს საქმეში მესამე პირებად ჩაბმის მოთხოვნაზე, რამაც აშკარა გახადა სასამართლოს დამოკიდებულება განსახილველი საქმის მიმართ. მოპასუხეებმა ამის შემდეგ სასამართლო შემადგენლობის აცილება მოითხოვეს, რაზეც ასევე უარი მიიღეს. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად დაუდო საფუძვლად უძრავი ქონების რეგისტრაციის ბათილად ცნობას ,,საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის წესის შესახებ» საქართველოს მთავრობის 30.07.92წ. ¹774 დადგენილება. კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ მტკიცებულებათა ასლები საქმეზე დაუშვა სსკ-ის 135-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მოსარჩელეებს არ დაუსახელებიათ დედნების წარმოდგენის დამაბრკოლებელი სხვა რაიმე გარემოება გარდა იმისა, რომ მათი წარმოდგენა საქმის განხილვის დღისათვის ვერ მოესწრებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო კოლეგიამ ასლებს მიანიჭა მტკიცებულების მნიშვნელობა და არ დაავალდებულა მოსარჩელეები წარმოედგინათ მტკიცებულებათა დედნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12.07.06წ. საკასაციო სასამართლოში დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნა კასატორ შპს ,,თ.-ისა» და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის და ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის, აგრეთვე ნ. ნ.-ის, რ.ე.-ის, ,,კ» წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების აქტი. მხარეები თანახმანი არიან გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14-15.07.05წ. გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე მთლიანად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელეები უარს აცხადებენ ყველა სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხეთა მიმართ, აღიარებენ მოპასუხე შპს «თ.-ის» საკუთრების უფლებას ქ. თბილისში, ...-ის ქ.¹8-ში მდებარე 9500 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე და სანაცვლოდ თანახმანი არიან მორიგებით განსაზღვრულ ვადებში და პირობებით მოპასუხე შპს «თ.-ისაგან» მიიღონ 1 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში შპს «თ.-ის» საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...-ის ქ.¹8-ში მდებარე 9500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებასა და პრივატიზებისას გადახდილი ღირებულების ფასთასხვაობით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების სახით.
მხარეები აღნიშნავენ, რომ ზუსტი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შეუძლებლობის გამო ზიანის ოდენობა, 1 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, არის მხარეთა შეთანხმებით დადგენილი და მათთვის მისაღები; შესაბამისად ამ მორიგების ძალაში შესვლისთანავე ზიანის ამ ოდენობით ანაზღაურებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული და წარმოშობილი უფლება-მოვალეობები არის მხარეთათვის სავალდებულოდ შესასრულებელი. მორიგების აქტის მიხედვით მოპასუხე შპს ,,თ.-ი» თანახმაა საქმის მორიგებით დასრულების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა გადაუხადოს მოსარჩელეებს საბაზრო ღირებულებასა და პრივატიზებისას გადახდილი ღირებულების ფასთასხვაობით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მიზნით 1 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და ჩარიცხოს იგი შემდეგ ანგარიშზე: მიმღები: ბიუჯეტის შემოსავლების ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო(დიდუბე-ჩუღურეთი), ანგარიში: 200122900, მიმღები ბანკი: «საქართველოს ეროვნული ბანკი», ბანკის კოდი: 220101107, სახაზინო კოდი: 300024095. მოსარჩელეები თანახმანი არიან დაუყოვნებლივ მოეხსნას ყადაღა მოპასუხე შპს «თ.-ის» საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ხოლო სანაცვლოდ, მოსარჩელეები თანახმანი არიან მოპასუხე შპს «თ.-ის» წინამდებარე მორიგებით წარმოშობილი ვალდებულების უზრუნველსაყოფად მიიღონ შესაბამისი საბანკო გარანტია სს ,,თიბისი ბანკისაგან» 1 მლნ. აშშ დოლარზე (საბანკო გარანტია თან ერთვის). მხარეები აცნობიერებენ წინამდებარე მორიგების შედეგებს, რაც კანონმდებლობით დადგენილ სხვა პირობებთან ერთად მოიცავს მოსარჩელეთათვის წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნების (სარჩელის საგნის, აგრეთვე, მასთან პირდაპირ დაკავშირებული რაიმე შედეგის) იმავე მოპასუხეების მიმართ მომავალში სასამართლო ან ადმინისტრაციული წესით დაყენების ან გადაწყვეტის შეუძლებლობას, მოპასუხისათვის კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების იძულებითი წესით შესრულების შესაძლებლობას და აცხადებენ, რომ მათ სურთ ზემოაღნიშნულ პირობებზე მორიგება.
საკასაციო პალატამ განიხილა 12.07.06წ. მხარეებს შორის დადებული მორიგების აქტი. მორიგების აქტს ხელს აწერენ საამისოდ უფლებამოსილი პირები, მორიგების აქტი სანოტარო წესით არის დადასტურებული. მორიგების აქტის საფუძველზე, მხარეებს შორის არსებული ყველა სადავო საკითხი მოგვარებულია და ისინი სსკ-ის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად წყვეტენ სასამართლო დავას.
საკასაციო სასამართლოსთვის წარმოდგენილ მორიგების აქტს თან ერთვის სანოტარო წესით დამოწმებული შპს ,,თ.-ის» პარტნიორთა 27.06.06წ. კრების ოქმი, რომლის თანახმად შპს «თ.-ის» პარტნიორები თანახმა არიან, რომ შპს ,,თ.-მა» აუნაზღაუროს სახელმწიფოს მიყენებული ზიანი ერთი მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით. სს ,,თიბისი ბანკის» ცენტრალური ფილიალის 28.06.06წ., ¹556066-590226 საბანკო გარანტიის თანახმად ,,გარანტი» სს ,,თიბისი ბანკის» ცენტრალური ფილიალი კისრულობს ვალდებულებას ,,ბენეფიციარის» (ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახური, ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური) წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან სამი საბანკო დღის ვადაში გადაუხადოს მას გარანტიის თანხა საგარანტიო წერილის პირობების შესაბამისად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მორიგებით დამთავრება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შესაძლებელია მორიგების აქტის დამტკიცება. სასკ-ის მე-3 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეოებით. სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ ან უარი თქვან სარჩელზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, მხარეთა მორიგება არის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 14-15.07.05წ. გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს მორიგების საფუძველზე;
2. კასატორ შპს ,,თ.-სა» და მოწინააღმდეგე მხარეს: ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურს და ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს, აგრეთვე, ნ. ნ.-ეს, რ. ე.-ეს, შპს «კ.-ს», საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შორის დამტკიცდეს მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
ა. მოსარჩელეები უარს აცხადებენ ყველა სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხეთა მიმართ, აღიარებენ მოპასუხე შპს «თ.-ის» საკუთრების უფლებას ქ. თბილისში, ...-ის ქ.¹8-ში მდებარე 9500 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე და სანაცვლოდ მოსარჩელეები - ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური თანახმანი არიან მოპასუხე შპს «თ.-ისაგან» მიიღონ 1 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹8-ში მდებარე 9500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებასა და პრივატიზებისას გადახდილი ღირებულების ფასთასხვაობით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების სახით ამ მორიგებით განსაზღვრულ ვადებსა და პირობებში;
ბ. შპს «თ.-მა» მის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹8-ში მდებარე 9500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებასა და პრივატიზებისას გადახდილი ღირებულების ფასთასხვაობით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების სახით მოსარჩელეებს საქმის მორიგებით დასრულების განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა უნდა გადაუხადოს 1 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და ჩარიცხოს იგი შემდეგ ანგარიშზე: მიმღები: ბიუჯეტის შემოსავლების ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (დიდუბე-ჩუღურეთი), ანგარიში: 200 122 900, მიმღები ბანკი: სს «საქართველოს ეროვნული ბანკი», ბანკის კოდი: 220 101 107, სახაზინო კოდი: 300024095. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარჩელეები უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ სს ,,თიბისი ბანკის» ცენტრალური ფილიალის საბანკო გარანტია ¹556066-590226 ერთ მილიონ აშშ დოლარზე (საბანკო გარანტია თან ერთვის);
გ. ზემოაღნიშნული ზიანის ოდენობა, 1 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ზუსტი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, არის მხარეთა შეთანხმებით დადგენილი და მათთვის მისაღები. შესაბამისად ამ მორიგების ძალაში შესვლისთანავე ზიანის ამ ოდენობით ანაზღაურებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული და წარმოშობილი უფლება-მოვალეობები არის მხარეთათვის სავალდებულოდ შესასრულებელი;
3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 17.06.05წ. განჩინების ის ნაწილი, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს ,,თ.-ის" სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, კერძოდ, ქ. თბილისში, ...-ის ქუჩა ¹8-ში მდებარე 9500 მ2 მიწის ნაკვეთსა და მასზე მყარად განთავსებულ შენობა-ნაგებობებს და აღნიშნულ ქონებას მოეხსნას ყადაღა;
4. ქ. თბილისის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურს დაუბრუნდეს სასარჩელო განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევარი -2500 ლარი. შპს ,,თ.-ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევარი - 2500 ლარი;
5. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.