Facebook Twitter

საქმე # 050141121004309232

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1921-21 11 მარტი, 2021 წელი

გ–ე გ., 1921-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ–ს საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენით გ. გ–ე, - დაბადებული 1992 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 26 ნოემბრიდან.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2016 წლის 12 აგვისტოს 04:00-05:00 სთ. ეპიზოდისათვის) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2016 წლის 12 აგვისტოს 23:00 სთ. ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენით გ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და მას მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ. გ–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. გ–ეს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენით ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო ამ განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 20 ივნისიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. გ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

2021 წლის 26 იანვარს განსჯადობის წესების დაცვით საქმე შევიდა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში.

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), მსჯავრდებულ გ. გ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ’’ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

7. მსჯავრდებულმა გ. გ–მ საჩივრით ითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

8. მსჯავრდებულ გ. გ–ს მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 9 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენით გ. გ–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ მუხლებზე რაიმე შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს, რის გამოც მსჯავრდებულის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

3. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. გ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე