საქმე # 330141221004287769
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2131-21 17 მარტი, 2021 წელი
ღ–ე რ., 2131-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ღ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 2 აგვისტოს განაჩენით: რ. ღ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს–ს ეპიზოდი).
რ. ღ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს–ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
რ. ღ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ–ს, ლ. მ–ს და ზ. ქ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ–ს, ლ. მ–ს და ზ. ქ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ. ღ–ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.რ. ღ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 11 დეკემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენში.
რ. ღ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს–ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ. ღ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ–ს, ლ. მ–ს და ზ. ქ–ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ. ღ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს–ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ. ღ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ–ს, ლ. მ–ს და ზ. ქ–ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ–ს, ლ. მ–ს და ზ. ქ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ. ღ–ეს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. ღ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 11 დეკემბრიდან.
4. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ღ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ღ–ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელებთან მიმართებით არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ღ–ემ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
7. მსჯავრდებულმა რ. ღ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.
8. მსჯავრდებულ რ. ღ–ს მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 17 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ რ. ღ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.
3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.
4. მოცემულ შემთხვევაში რ. ღ–ე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“(არ ეხება ამნისტია) და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით(ეხება ამნისტია)(2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს–ს ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“(არ ეხება ამნისტია) და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით(ეხება ამნისტია)(2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ–ს, ლ. მ–ს და ზ. ქ–ს ეპიზოდი), 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს–ს ეპიზოდი)(არ ეხება ამნისტია) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ–ს, ლ. მ–ს და ზ. ქ–ს ეპიზოდი)(არ ეხება ამნისტია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით და კანონით ამომწურავად განისაზღვრა იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება მისი მოქმედება. შესაბამისად, ვინაიდან რ. ღ–ს განესაზღვრა ერთიანი სასჯელი სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა)“ ქვეპუნქტით ( არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ)“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისთვის ( ეხება ამნისტია), სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რაც კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ( მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021წლის 26 თებერვლის განჩინება N941-21).
6. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება არც საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ)“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. ღ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე