საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №220I -21 თბილისი
ბ-ა დ-თ, 220I -21 19 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ას საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ დ. ბ-ას პირადი საქმე.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ბ-ას, - - - მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ბ-ამ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე (თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის) იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ მსჯავრდებულ დ. ბ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმე იმყოფება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
3. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მსჯავრდებულ დ. ბ-ას საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმის მასალები გაეგზავნოს მსჯავრდებულ დ. ბ-ას სისხლის სამართლის საქმის განმხილველ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად.
4. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს მსჯავრდებულ დ. ბ-ას საჩივარზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ დ. ბ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ;
2. საქმის მასალები გაეგზავნოს მსჯავრდებულ დ. ბ-ას სისხლის სამართლის საქმის განმხილველ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე