საქმე # 330141221004287973
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№2411-21 18 მარტი, 2021 წელი
კ–ი ა., 2411-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. კ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის განაჩენით ა. კ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ:
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, ა. კ–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ამოღებული დანაშაულის ჩადენის საშუალება - ,,რენჯროვერის’’ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ......
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დ. ბ–ს ბინის გაქურდვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ზ. ჯ–ის ბინის გაქურდვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ზ. ჩ–ის ბინის გაქურდვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით .
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (შ. მ–ის ბინის გაქურდვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ს. პ-აპაშვილის ბინის გაქურდვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (მ. გ–ის ბინის გაქურდვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ნ. ბ–ის ბინის გაქურდვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „...............“ ბინების გაქურდვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით .
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „..........“ ბინების გაქურდვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით.
- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, “გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დ. ბ–ს ბინის გაქურდვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ზ. ჯ–ის ბინის გაქურდვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ზ. ჩ–ის ბინის გაქურდვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (შ. მ–ის ბინის გაქურდვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ს. პ–ის ბინის გაქურდვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (მ. გ–ის ბინის გაქურდვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ნ. ბ–ის ბინის გაქურდვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „........“ ბინების გაქურდვის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „...........“ ბინების გაქურდვის ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები.
- საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. კ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, ა. კ–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ამოღებული დანაშაულის ჩადენის საშუალება - ,,რენჯროვერის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით .............
2. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. კ–ს პირადი საქმე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. კ–ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. კ–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
5. მსჯავრდებულმა ა. კ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დანიშნული სასჯელის განახევრება.
6. მსჯავრდებულ ა. კ–ს მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 18 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ა. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.
3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.
4. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.
5. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში ითვალისინებს, რომ ა. კ–ი დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე პირი, ამასთან, წარმოადგინა დაზარალებულთა თანხმობები, რომ მასზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მოქმედება, თუმცა ა. კ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ (არ ეხება ამნისტია) და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით ( ეხება ამნისტია) და დაენიშნა ერთიანი სასჯელი; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’(ეხება ამნისტია) და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - რვა ეპიზოდში (არ ეხება ამნისტია) და დაენიშნა ერთიანი სასჯელი თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ (ეხება ამნისტია) და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (არ ეხება ამნისტია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და დაენიშნა ერთიანი სასჯელი.
6. ვინაიდან ა. კ–ს განესაზღვრა ერთიანი სასჯელი ქმედებებისთვის, რომლებიც ერთდროულად დაკვალიფიცრებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის იმ ნაწილით/ქვეპუნქტით, რომელზეც ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება და იმ ნაწილით/ქვეპუნქტით, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს საჩივარი და ამნისტიის აქტის მოქმედება გამოიყენოს იმ შემთხვევის მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული(მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. კ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე