Facebook Twitter

ა-520-შ-9-2011 15 ივნისი, 2011 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ გ. ვ-ნი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ზ-ნი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ აჯაფნიაკისა და დავთაშენის თემების პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აჯაფნიაკისა და დავთაშენის თემების პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა 1985 წლის 19 თებერვლის გ. ჰ-ის ძე ზ-ნის შვილად აყვანა.

გ. ვ-ნმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აჯაფნიაკისა და დავთაშენის თემების პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის განჩინებით გ. ვ-ნს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად. აღნიშნული განჩინება მას ჩაჰბარდა 2011 წლის 15 აპრილს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით, გ. ვ-ნს მიეცა 10 – დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულება აჯაფნიაკისა და დავთაშენის თემების პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება აღსრულებულია თუ არა და ექვემდებარება თუ არა აღსრულებას.

საქმის მასალების თანახმად, უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების ასლი გ. ვ-ნს ჩაჰბარდა 2011 წლის 15 აპრილს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 10 _ დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2011 წლის 16 აპრილს და დასრულდა 2011 წლის 26 აპრილს. აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი.

ვინაიდან, გ. ვ-ნს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია _ არ წარმოუდგენია უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება აღსრულებულია თუ არა და ექვემდებარება თუ არა აღსრულებას, აჯაფნიაკისა და დავთაშენის თემების პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ვ-ნის შუამდგომლობა აჯაფნიაკისა და დავთაშენის თემების პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.